https://sputnik-georgia.com/20230731/saqartvelos-partniorebi-swirdeba-da-ara-batonebi-kalaze-280649033.html
საქართველოს პარტნიორები სჭირდება და არა ბატონები - კახა კალაძე
საქართველოს პარტნიორები სჭირდება და არა ბატონები - კახა კალაძე
Sputnik საქართველო
ამერიკა და ევროპა ბატონია საქართველოს ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი მონური აზროვნების მქონე წარმომადგენლისთვის, განაცხადა კახა კალაძემ. 31.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-31T20:13+0400
2023-07-31T20:13+0400
2023-07-31T22:58+0400
კახა კალაძე
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1b/261542852_0:69:1280:790_1920x0_80_0_0_aadd3eb63f249bca9ba1f3564e797ce8.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ოპოზიციისთვის დამახასიათებელი მონური აზროვნება კატეგორიულად მიუღებელია, საქართველოს სჭირდება არა ბატონები, არამედ მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადების კომენტარისას.ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ „არ შეიძლება ერთდროულად ორ ბატონთან მეგობრობა“. ხელისუფლება „სტრატეგია აღმაშენებელს“ მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტს უწოდებს. ამ დღეებში მათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიციის შექმნის შესახებ განაცხადეს.როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მშვიდობის შენარჩუნებისა და ქვეყანაში ეკონომიკური პროგრესისთვის პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს.მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტით ჩინეთს 26 ივლისს ეწვია, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ იგი პეკინში გაემგზავრა.ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურთან სი ძინპინთან, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას.საქართველოს ბატონი არ ჰყავს - მმართველი გუნდი ოპოზიციონერს პასუხობს>>სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა სტიმული მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება გადაწყვიტეს - დოკუმენტის ტექსტი>>2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1b/261542852_93:0:1232:854_1920x0_80_0_0_c5f014b4811db69e682f66f63141bc8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კახა კალაძე , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
კახა კალაძე , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
საქართველოს პარტნიორები სჭირდება და არა ბატონები - კახა კალაძე
20:13 31.07.2023 (განახლებულია: 22:58 31.07.2023) ამერიკა და ევროპა ბატონია საქართველოს ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი მონური აზროვნების მქონე წარმომადგენლისთვის, განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ოპოზიციისთვის დამახასიათებელი მონური აზროვნება კატეგორიულად მიუღებელია, საქართველოს სჭირდება არა ბატონები, არამედ მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადების კომენტარისას.
ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ „არ შეიძლება ერთდროულად ორ ბატონთან მეგობრობა“. ხელისუფლება „სტრატეგია აღმაშენებელს“ მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტს უწოდებს. ამ დღეებში მათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიციის შექმნის შესახებ განაცხადეს.
„ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ცნება სამშობლო რა არის, არ იციან. მათ აქვთ მონური აზროვნება. ეს არის კოლექტიური „ნაცების“ ტიპური აზროვნება და დამოკიდებულება ჩვენი ხალხის მიმართ. მათთვის ამერიკა და ევროპა არის ბატონი. ბატონები არ გვჭირდება, გვჭირდება სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მშვიდობის შენარჩუნებისა და ქვეყანაში ეკონომიკური პროგრესისთვის პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს.
„ხომ წარმოგიდგენიათ ეს ადამიანები რომ იყვნენ ხელისუფლებაში, რა უბედურება იქნებოდა საქართველოში. მოსახლეობა კარგად ხედავს, რას აკეთებს „ქართული ოცნება“, რამდენად მნიშვნელოვანია ის პრაგმატული პოლიტიკა, რასაც ვატარებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და ის ევროპული მომავალი, რაც ქართველ ხალხს აქვს არჩეული“, – აღნიშნა კალაძემ.
მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტით ჩინეთს 26 ივლისს ეწვია, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ იგი პეკინში გაემგზავრა.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურთან სი ძინპინთან, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას.
სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა სტიმული მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.