https://sputnik-georgia.com/20230731/saqartvelo-imedovnebs-rom-produqciis-eqsporti-cinetsi-gaizrdeba-280649740.html
საქართველო იმედოვნებს, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში გაიზრდება
საქართველო იმედოვნებს, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში გაიზრდება
Sputnik საქართველო
ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანა აქტიურად მუშაობს ჩინურ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე, განაცხადა მინისტრმა. 31.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-31T20:32+0400
2023-07-31T20:32+0400
2023-07-31T23:03+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ქართული ღვინო
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1b/266929406_0:158:2048:1310_1920x0_80_0_0_0635e654d95ebea43e78768d4a0de034.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლა ჩინურ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს 26 ივლისს ეწვია, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ იგი პეკინში გაემგზავრა.მან აღნიშნა, რომ პეკინში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე ბიზნეს-ფორუმზე წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის ბიზნეს-სექტორი. არიან ასევე ღვინის კომპანიები, რომლებიც უკვე მრავალი წელია ღვინის ექსპორტს ახორციელებენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბაზარზე.ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურთან სი ძინპინთან, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები დაამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას.სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა სტიმული მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.ჩინეთსა და საქართველოს ბევრი აქვთ საერთო – პრემიერმა ორი ქვეყნის ბიზნესმენთა ფორუმი გახსნა>>2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1b/266929406_50:107:1725:1364_1920x0_80_0_0_2dfdca1f446210c2160ab8fff6d3a829.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ღვინო, ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი
საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ღვინო, ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი
საქართველო იმედოვნებს, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში გაიზრდება
20:32 31.07.2023 (განახლებულია: 23:03 31.07.2023) ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანა აქტიურად მუშაობს ჩინურ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლა ჩინურ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს 26 ივლისს ეწვია, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ იგი პეკინში გაემგზავრა.
„ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გადავიდა სრულიად ახალ, ძალიან მაღალ საფეხურზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განუცხადა შამუგიამ ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ პეკინში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე ბიზნეს-ფორუმზე წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის ბიზნეს-სექტორი. არიან ასევე ღვინის კომპანიები, რომლებიც უკვე მრავალი წელია ღვინის ექსპორტს ახორციელებენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბაზარზე.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოლო წლებია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოვახდინოთ ამ ბაზარზე, რომლის შედეგადაც ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი ხორციელდება ჩინეთში. თუმცა ეს პროცესები, რომელსაც ვაკვირდებით, მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს როგორც ღვინის, ისე სხვა პროდუქციის ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე“, – განაცხადა შამუგიამ.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურთან სი ძინპინთან, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები დაამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას.
სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა სტიმული მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით.