https://sputnik-georgia.com/20230731/saqartvelo-cinettan-aviamimosvlis-gafartoebistvis-mzadaa-raribasvili-280656515.html
საქართველო ჩინეთთან ავიამიმოსვლის გაფართოებისთვის მზად არის – პრემიერის განცხადება
საქართველო ჩინეთთან ავიამიმოსვლის გაფართოებისთვის მზად არის – პრემიერის განცხადება
Sputnik საქართველო
საჰაერო მიმოსვლის გაფართოება ჩინეთთან განამტკიცებს ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობებს დარგის დაინტერესებულ სუბიექტებთან. 31.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-31T23:06+0400
2023-07-31T23:06+0400
2023-07-31T23:06+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280654975_0:119:1600:1020_1920x0_80_0_0_cfbef1ad575c57659fef99d3c40eb19b.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველო ემხრობა ჩინეთთან ავიამიმოსვლის გაფართოებას, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორმხრივი ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებაში, ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინურ–ქართულ ბიზნეს–ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.საქართველოს მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტით ჩინეთს 26 ივლისს ეწვია, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ იგი პეკინში გაემგზავრა.პრემიერის აზრით, საჰაერო მიმოსვლის გაფართოება ჩინეთთან განამტკიცებს ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობებს დარგის დაინტერესებულ სუბიექტებთან.„ჩვენი მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საჰაერო კავშირის გაუმჯობესებაზე მეტი ავიაკომპანიის მოზიდვით, ლიბერალიზებული საავიაციო ბაზრითა და ახალი საერთაშორისო მიმართულებების შემუშავებით, რომლებიც კონტინენტებს, ქვეყნებსა და ხალხს დააკავშირებს“, – განაცხადა პრემიერმა.მისი თქმით, თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იგეგმება. ქვეყნის მიზანია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრად იქცეს, საჰაერო ტვირთების ეფექტიანი ინფრასტრუქტურითა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრით.საქართველოს პრემიერი ჩინელ ინვესტორებს ანაკლიის პორტის შესახებ ესაუბრა>>„ეს საქართველოს გლობალურ საავიაციო ლანდშაფტში წამყვან მოთამაშედ აქცევს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას.სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა სტიმული მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.ჩინეთსა დასაქართველოს ბევრი აქვთ საერთო – პრემიერმა ორი ქვეყნის ბიზნესმენთა ფორუმი გახსნა>>2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280654975_109:140:1283:1020_1920x0_80_0_0_12732286f722195386ace70d5a94cedb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი
საქართველო ჩინეთთან ავიამიმოსვლის გაფართოებისთვის მზად არის – პრემიერის განცხადება
საჰაერო მიმოსვლის გაფართოება ჩინეთთან განამტკიცებს ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობებს დარგის დაინტერესებულ სუბიექტებთან.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველო ემხრობა ჩინეთთან ავიამიმოსვლის გაფართოებას, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორმხრივი ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებაში, ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინურ–ქართულ ბიზნეს–ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტით ჩინეთს 26 ივლისს ეწვია, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ იგი პეკინში გაემგზავრა.
„ჩინეთთან ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების სტრატეგიული მნიშვნელობის აღიარებით, მოხარული ვართ, რომ თბილისი-ურუმჩის შორის ფრენები მიმდინარე წლის იანვარში განახლდა, კვირაში სამი რეისი სრულდება და დიდი პოტენციალი გააჩნია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის აზრით, საჰაერო მიმოსვლის გაფართოება ჩინეთთან განამტკიცებს ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობებს დარგის დაინტერესებულ სუბიექტებთან.
„ჩვენი მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საჰაერო კავშირის გაუმჯობესებაზე მეტი ავიაკომპანიის მოზიდვით, ლიბერალიზებული საავიაციო ბაზრითა და ახალი საერთაშორისო მიმართულებების შემუშავებით, რომლებიც კონტინენტებს, ქვეყნებსა და ხალხს დააკავშირებს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იგეგმება. ქვეყნის მიზანია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრად იქცეს, საჰაერო ტვირთების ეფექტიანი ინფრასტრუქტურითა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრით.
„ეს საქართველოს გლობალურ საავიაციო ლანდშაფტში წამყვან მოთამაშედ აქცევს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას.
სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა სტიმული მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით.