https://sputnik-georgia.com/20230729/tambaqos-kontrolis-aliansi-sastumroebsi-mowevaze-280547546.html
თამბაქოს კონტროლის ალიანსი საქართველოს სასტუმროებში მოწევასთან დაკავშირებით
თამბაქოს კონტროლის ალიანსი საქართველოს სასტუმროებში მოწევასთან დაკავშირებით
Sputnik საქართველო
ამჟამად ქვეყანაში მოწევა პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივ ადგილზე აკრძალულია. 29.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-29T22:03+0400
2023-07-29T22:03+0400
2023-07-30T00:16+0400
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/06/268235380_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_ecfe2594946841dd2e26f3fb9fa90fb8.jpg
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. რესტორნებსა და სასტუმროებს მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტრონული სიგარეტისა და ვეიპის მოწევა დახურულ სივრცეებში თითქოს აკრძალული არ არის, ნათქვამია საქართველოს თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.ალიანსი საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის ერთ–ერთი ინიციატორია და მის აღსრულებას თვალს ადევნებს.ალიანსის მონაცემებით, ჯგუფები თამბაქოს კომპანიის სახელით სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელებს ტურისტულ ზონებში არწმუნებენ, რომ ელექტრონული სიგარეტისა და გასახურებელი თამბაქოს მოწევაზე აკრძალვა დახურულ შენობებში არ ვრცელდება.დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში პრაქტიკულად აღარ ეწევიან>>ალიანსი აღნიშნავს, რომ სასტუმროებში მოწევა ნებისმიერი სახით აკრძალულია და დარღვევა ისჯება ფიზიკური პირისთვის 100 ლარიანი ჯარიმით და დაწესებულებისთვის – 500 ლარიანი ჯარიმით. ალიანსი მოუწოდებს სასტუმროებს, შეამოწმონ ყველა ნორმა საქართველოს კანონმდებლობაში.„თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონი ძალაში 2017 წლის მაისში შევიდა და ის წლიდან წლამდე მკაცრდება.პარლამენტმა თამბაქოს საწინააღმდეგო წესების ამოქმედება 2024 წლამდე გადაავადა>>მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ სივრცეში, გარდა კერძო საცხოვრებლისა და პენიტენციური დაწესებულებებისა. ასევე გამონაკლისია კაზინოები და ზოგიერთი სათამაშო აპარატების სალონები, სპეციალურად აღჭურვილი ადგილები უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე. მოწევა ასევე მსახიობების მხრიდან დასაშვებია სპექტაკლის დროს, თუ ამას რეჟისორის ჩანაფიქრი მოითხოვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/06/268235380_277:0:3006:2047_1920x0_80_0_0_ed6e4fbbf7e93097c16e74ff64ef3174.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
თამბაქოს კონტროლის ალიანსი საქართველოს სასტუმროებში მოწევასთან დაკავშირებით
22:03 29.07.2023 (განახლებულია: 00:16 30.07.2023) ამჟამად ქვეყანაში მოწევა პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივ ადგილზე აკრძალულია.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. რესტორნებსა და სასტუმროებს მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტრონული სიგარეტისა და ვეიპის მოწევა დახურულ სივრცეებში თითქოს აკრძალული არ არის, ნათქვამია საქართველოს თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.
ალიანსი საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის ერთ–ერთი ინიციატორია და მის აღსრულებას თვალს ადევნებს.
ალიანსის მონაცემებით, ჯგუფები თამბაქოს კომპანიის სახელით სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელებს ტურისტულ ზონებში არწმუნებენ, რომ ელექტრონული სიგარეტისა და გასახურებელი თამბაქოს მოწევაზე აკრძალვა დახურულ შენობებში არ ვრცელდება.
ალიანსი აღნიშნავს, რომ სასტუმროებში მოწევა ნებისმიერი სახით აკრძალულია და დარღვევა ისჯება ფიზიკური პირისთვის 100 ლარიანი ჯარიმით და დაწესებულებისთვის – 500 ლარიანი ჯარიმით. ალიანსი მოუწოდებს სასტუმროებს, შეამოწმონ ყველა ნორმა საქართველოს კანონმდებლობაში.
„თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონი ძალაში 2017 წლის მაისში შევიდა და ის წლიდან წლამდე მკაცრდება.
მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ სივრცეში, გარდა კერძო საცხოვრებლისა და პენიტენციური დაწესებულებებისა. ასევე გამონაკლისია კაზინოები და ზოგიერთი სათამაშო აპარატების სალონები, სპეციალურად აღჭურვილი ადგილები უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე. მოწევა ასევე მსახიობების მხრიდან დასაშვებია სპექტაკლის დროს, თუ ამას რეჟისორის ჩანაფიქრი მოითხოვს.