https://sputnik-georgia.com/20230729/--------280529139.html
გომელაურმა გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
გომელაურმა გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
Sputnik საქართველო
გუდაურთან ვერტმფრენის აფეთქების დროს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. 29.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-29T15:04+0400
2023-07-29T15:04+0400
2023-08-28T14:06+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_b943af0db14ddd06df8f46b29402aaae.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.ტრაგიკული შემთხვევის ადგილზე გომელაურთან ერთად ჯანმდაცვლის მინისტრი ზურა აზარაშვილი იმყოფებოდა.გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისი მეუფემ ჩაატარა, რომელსაც დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები.გუდაურში ტრაგედია 2022 წლის 29 ივლისს მოხდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანერისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.2022 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუდაურთან სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“. ტრაგედია გუდაურის მთებშიოფიციალური ვერსიით, 29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა. ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდებოდა, მათ შორის სახელდებოდა ტექნიკური გაუმართაობა. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
https://sputnik-georgia.com/20220916/prezidentma-gudaursi-tragediis-gmirebi-daajildova-270481968.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_249:0:2978:2047_1920x0_80_0_0_a537fa920e6ea64aed3263da22da8d88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
გომელაურმა გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
15:04 29.07.2023 (განახლებულია: 14:06 28.08.2023) გუდაურთან ვერტმფრენის აფეთქების დროს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ტრაგიკული შემთხვევის ადგილზე გომელაურთან ერთად ჯანმდაცვლის მინისტრი ზურა აზარაშვილი იმყოფებოდა.
გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისი მეუფემ ჩაატარა, რომელსაც დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები.
გუდაურში ტრაგედია 2022 წლის 29 ივლისს მოხდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანერისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი - ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი - გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი - გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა.
2022 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუდაურთან სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“.
16 სექტემბერი 2022, 11:12
ოფიციალური ვერსიით, 29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა.
ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდებოდა, მათ შორის სახელდებოდა ტექნიკური გაუმართაობა.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.