https://sputnik-georgia.com/20220916/prezidentma-gudaursi-tragediis-gmirebi-daajildova-270481968.html
პრეზიდენტმა გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გმირები დააჯილდოვა
პრეზიდენტმა გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გმირები დააჯილდოვა
Sputnik საქართველო
გუდაურთან ვერტმფრენის აფეთქების დროს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. 16.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-16T11:12+0400
2022-09-16T11:12+0400
2022-09-16T20:39+0400
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/10/270481220_109:441:2966:2048_1920x0_80_0_0_b8e677dfa045a5d438ef9b755403e73d.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა 29 ივლისს გუდაურთან სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გუდაურთან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანერისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი - ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი - გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი - გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა.პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები სამაშველო ოპერაციისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს ორბელიანის სასახლეში გადასცა.პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი ღონისძიება სწორედ იმის ნიშანია, რომ სახელმწიფო არ დაივიწყებს მათ, რითაც აჩვენებს, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლე და ცხოვრება მნიშვნელოვანია და ყოველი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყოველთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.„იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევა აღარ მოხდეს, ალბათ, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად იყოს დაცული. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ტურისტული ქვეყანა ვართ. ტურიზმი ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად უნდა იყოს დაცული და ყველანაირი ინფრასტრუქტურული ზომები იყოს მიღებული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკვე გეგმაშია ახალი ვერტმფრენების შეძენა და ეს, ალბათ, ძალიან საჭირო და ძალიან სწორია. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაშველთა კორპუსი, მათი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გამართული იყოს, რათა ყველა რისკებისგან ვიყოთ მაქსიმალურად დაცული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.გუდაურთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულები სამხედრო პატივით დაკრძალეს>>სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში საქართველოში გახშირებულ ტყის ხანძრებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აქაც მაშველები და მფრინავები ყოველდღიურ, გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, რათა საზოგადოება უკეთესად იყოს დაცული.„ამისთვის ყველას ძალიან დიდი მადლობა და დღევანდელი დღე სწორედ მათი გმირობის გახსენების დღე იყო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.ტრაგედია გუდაურის მთებშიოფიციალური ვერსიით, 29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა. ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გავრცელდა, მათ შორის დასახელდა ტექნიკური გაუმართაობაც. ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/10/270481220_780:688:2294:1823_1920x0_80_0_0_24b0fb642e61527c98e3a187417253ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
პრეზიდენტმა გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გმირები დააჯილდოვა
11:12 16.09.2022 (განახლებულია: 20:39 16.09.2022) გუდაურთან ვერტმფრენის აფეთქების დროს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა 29 ივლისს გუდაურთან სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუდაურთან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანერისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი - ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი - გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი - გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა.
პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები სამაშველო ოპერაციისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს ორბელიანის სასახლეში გადასცა.
„ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ პატივი მივაგოთ გმირებს. თავდადება ამას ჰქვია, როცა შენ თავს გაწირავ სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის, ალბათ, ადამიანის უმაღლესი ღირსება, როცა შეგიძლია თავი გაწირო სხვისი სიცოცხლისთვის. ჩვენ ეს არასოდეს უნდა დავივიწყოთ!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი ღონისძიება სწორედ იმის ნიშანია, რომ სახელმწიფო არ დაივიწყებს მათ, რითაც აჩვენებს, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლე და ცხოვრება მნიშვნელოვანია და ყოველი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყოველთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
„იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევა აღარ მოხდეს, ალბათ, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად იყოს დაცული. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ტურისტული ქვეყანა ვართ. ტურიზმი ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად უნდა იყოს დაცული და ყველანაირი ინფრასტრუქტურული ზომები იყოს მიღებული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკვე გეგმაშია ახალი ვერტმფრენების შეძენა და ეს, ალბათ, ძალიან საჭირო და ძალიან სწორია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაშველთა კორპუსი, მათი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გამართული იყოს, რათა ყველა რისკებისგან ვიყოთ მაქსიმალურად დაცული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში საქართველოში გახშირებულ ტყის ხანძრებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აქაც მაშველები და მფრინავები ყოველდღიურ, გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, რათა საზოგადოება უკეთესად იყოს დაცული.
„ამისთვის ყველას ძალიან დიდი მადლობა და დღევანდელი დღე სწორედ მათი გმირობის გახსენების დღე იყო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ოფიციალური ვერსიით, 29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა.
ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გავრცელდა, მათ შორის დასახელდა ტექნიკური გაუმართაობაც. ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.