https://sputnik-georgia.com/20220802/gudaurshi-dagupulebi-samxedro-pativitdakrzales-269135546.html
გუდაურთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულები სამხედრო პატივით დაკრძალეს
გუდაურთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულები სამხედრო პატივით დაკრძალეს
Sputnik საქართველო
გუდაურთან ვერტმფრენის აფეთქების დროს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. 02.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-02T19:14+0400
2022-08-02T19:14+0400
2022-08-02T21:29+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/02/269126571_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_c6fef1fc59104be42108067e8d9ad3bd.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. გუდაურთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავები, მაშველები და ექიმები სამების საკათედრო ტაძარში გამართული სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.გუდაურში ტრაგედია 29 ივლისს მოხდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანერისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.სამების ტაძარში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი მეუფე შიომ ჩაატარა.გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, დედაქალაქის მერმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა.ტრაგედია გუდაურის მთებშიოფიციალური ვერსიით, 29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა. იგი ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.ამ დროისათვის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის ასახელებენ ტექნიკურ გაუმართაობას. ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/02/269126571_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_5fa0c0742c3479109d1f7c38f903b39e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
გუდაურთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულები სამხედრო პატივით დაკრძალეს
19:14 02.08.2022 (განახლებულია: 21:29 02.08.2022) გუდაურთან ვერტმფრენის აფეთქების დროს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. გუდაურთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავები, მაშველები და ექიმები სამების საკათედრო ტაძარში გამართული სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
გუდაურში ტრაგედია 29 ივლისს მოხდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანერისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი - ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი - გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი - გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა.
სამების ტაძარში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი მეუფე შიომ ჩაატარა.
გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, დედაქალაქის მერმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა.
„მინდა ყველა ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც დღეს მობრძანდა და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მინიმალურად მაინც შევუმსუბუქოთ მათ ოჯახებს ეს დიდი ტკივილი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
ოფიციალური ვერსიით, 29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა. იგი ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
ამ დროისათვის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის ასახელებენ ტექნიკურ გაუმართაობას. ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.