მობილური კავშირგაბმულობის ორმა უმსხვილესმა ოპერატორმა 5G–ს აუქციონზე უარი თქვა

© photo: Sputnik / Stringerგოგონა მობილური ტელეფონით
გოგონა მობილური ტელეფონით - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2023
გამოწერა
მობილური ქსელის ოპერატორების მოთხოვნა ის იყო, რომ ტენდერის პირობებში ვირტუალური ოპერატორის ჩართვის ვალდებულება არ ყოფილიყო.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოში მხოლოდ ერთმა ოპერატორმა – „სელფი მობაილმა“ შეიტანა განაცხადი 5G ტექნოლოგიების შესყიდვაზე, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
კომპანიამ განაცხადი ერთი კომბინირებული ლოტის, 2600 მეგაჰერცის სიხშირულ დიაპაზონში ორი ლოტისა და 1800 მეგაჰერცის სიხშირულ დიაპაზონში ერთი ლოტის შესყიდვაზე შეიტანა.
კომუნიკაციების კომისიამ აუქციონის პირობებთან დაკავშირებით კომპანიების „მაგთიკომის“ და „სილქნეტის“ მიერ გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები სრულად გაითვალისწინა, მაგრამ არცერთმა მათგანმა აუქციონში მონაწილეობა არ მიიღო.
თავდაპირველად 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად კომპანიებს ოთხივე კომბინირებულ ლოტზე ჰქონდათ ვალდებულება, რომ საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი - MVNO დაეშვათ, რისთვისაც ისინი დამატებით ფასდაკლებებს მიიღებდნენ.
საქართველოში 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუქციონი გამოცხადდა>>
ოპერატორების, კერძოდ „მაგთიკომის“ და „სილქნეტის“ მოთხოვნა იყო, რომ ისინი აუქციონში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ კომისია MVNO ვალდებულებისდა ფასდაკლების გარეშე, ერთ ლოტზე მაინც გამოაცხადებდა აუქციონს.
მათი მოსაზრებების გათვალისწინებით, იმისთვის, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა არ შეფერხებულიყო, კომუნიკაციების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ერთ კომბინირებულ და ორ ცალკე მდგომ ლოტზე აუქციონი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულების გარეშე გამოაცხადა.
ვირტუალურ მობილურ ოპერატორებს ქართულ ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად ექვსთვიანი ვადა აქვთ>>
„მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, კომპანიებმა როგორც საჯარო სხდომაზე, ისე სამუშაო შეხვედრებზე გაცხადებული პირობა არ შეასრულეს და აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
5G – ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ-ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს.
კომისიაში აღნიშნავენ, რომ კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ევროკომისიის რეკომენდაციაა.
ყველა ახალი ამბავი
0