https://sputnik-georgia.com/20221230/virtualur-mobilur-operatorebs-6-tvis-cada-misces-273553985.html
ვირტუალურ მობილურ ოპერატორებს ქართულ ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად ექვსთვიანი ვადა აქვთ
ვირტუალურ მობილურ ოპერატორებს ქართულ ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად ექვსთვიანი ვადა აქვთ
Sputnik საქართველო
კომუნიკაციების კომისია დააკვირდება მოლაპარაკებების პროცესს MVNO-ს მსურველებსა და ქსელურ ოპერატორებს შორის. 30.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-30T10:27+0400
2022-12-30T10:27+0400
2022-12-30T16:47+0400
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/06/249948295_0:0:3149:1771_1920x0_80_0_0_7744a2cc2add1833fdf6f0684231c9cc.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედების ვადა ექვსი თვით, 2023 წლის 1 ივლისამდე გაახანგრძლივა, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2019 წელს მიიღო გადაწყვეტილება და დაავალდებულა საქართველოს მობილური კავშირის სამი დიდი ოპერატორი – MagtiCom, Silknet და Vion Georgia, უზრუნველეყოთ 2022 წლის 31 დეკემბრამდე საკუთარ ქსელზე სხვა მობილური ოპერატორების წვდომა, რათა საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარი გაფართოვდეს. მაგრამ ბაზარზე ოპერატორების წინსვლა არ მომხდარა.როგორც კომისია აღნიშნავს, მისთვის ცნობილია, რომ კომპანიამ, რომელმაც ღიად გამოხატა დაინტერესება, ოპერატორების ქსელის ინფრასტრუქტურაზე წვდომა მიეღო 2020 წლიდან, ის ჯერ კიდევ არ მიუღია.„კომუნიკაციების კომისია კვლავ დააკვირდება MVNO მსურველ კომპანიებსა და ქსელის ოპერატორებს შორის მოლაპარაკების პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.მობილური ვირტუალური კავშირის ქსელების ოპერატორთა ასოციაციაში შედის სამი კომპანია – Inexphone, Myphone და Jens.საქართველოს მობილური ვირტუალური ოპერატორები განგაშს ტეხენ - რა ხდება ბაზარზე>>განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისია ევროპელ ექსპერტებთან ერთად საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის სრულფასოვან შესწავლას შეუდგა.„კვლევის ფარგლებში ტელეკომ–ბაზარზე არსებული კონკურენცია შეფასდება, დადგინდება შესაბამისი ბაზრები და, საჭიროების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორისთვის განისაზღვრება სპეციფიკური ვალდებულებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.კვლევის მიზანია ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნა და კონკურენციის გაზრდა, აღნიშნავენ კომისიაში.რატომ არ არიან საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორები>>„აღნიშნული, ერთი მხრივ, მრავალფეროვან სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ, მცირე ზომის კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, განავითარონ მომსახურებები და შექმნან ალტერნატიული საკომუნიკაციო შეთავაზებები, ქსელის მფლობელი ოპერატორები კი მეტად აითვისებენ საკუთარი ქსელის შესაძლებლობებს, რითაც დამატებით შემოსავალს მიიღებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.კვლევა რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/06/249948295_418:0:3149:2048_1920x0_80_0_0_07482cbbc2619f011dfc0c6e966d0c88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
ვირტუალურ მობილურ ოპერატორებს ქართულ ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად ექვსთვიანი ვადა აქვთ
10:27 30.12.2022 (განახლებულია: 16:47 30.12.2022) კომუნიკაციების კომისია დააკვირდება მოლაპარაკებების პროცესს MVNO-ს მსურველებსა და ქსელურ ოპერატორებს შორის.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედების ვადა ექვსი თვით, 2023 წლის 1 ივლისამდე გაახანგრძლივა, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2019 წელს მიიღო გადაწყვეტილება და დაავალდებულა საქართველოს მობილური კავშირის სამი დიდი ოპერატორი – MagtiCom, Silknet და Vion Georgia, უზრუნველეყოთ 2022 წლის 31 დეკემბრამდე საკუთარ ქსელზე სხვა მობილური ოპერატორების წვდომა, რათა საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარი გაფართოვდეს. მაგრამ ბაზარზე ოპერატორების წინსვლა არ მომხდარა.
„კომისიის გადაწყვეტილებით, მობილური ოპერატორები „მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ბილაინი“ ვალდებული არიან ქსელზე დაშვების მსურველი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებისთვის შეთავაზება გამოაქვეყნონ არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივნისისა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც კომისია აღნიშნავს, მისთვის ცნობილია, რომ კომპანიამ, რომელმაც ღიად გამოხატა დაინტერესება, ოპერატორების ქსელის ინფრასტრუქტურაზე წვდომა მიეღო 2020 წლიდან, ის ჯერ კიდევ არ მიუღია.
„კომუნიკაციების კომისია კვლავ დააკვირდება MVNO მსურველ კომპანიებსა და ქსელის ოპერატორებს შორის მოლაპარაკების პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მობილური ვირტუალური კავშირის ქსელების ოპერატორთა ასოციაციაში შედის სამი კომპანია – Inexphone, Myphone და Jens.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისია ევროპელ ექსპერტებთან ერთად საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის სრულფასოვან შესწავლას შეუდგა.
„კვლევის ფარგლებში ტელეკომ–ბაზარზე არსებული კონკურენცია შეფასდება, დადგინდება შესაბამისი ბაზრები და, საჭიროების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორისთვის განისაზღვრება სპეციფიკური ვალდებულებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კვლევის მიზანია ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნა და კონკურენციის გაზრდა, აღნიშნავენ კომისიაში.
„აღნიშნული, ერთი მხრივ, მრავალფეროვან სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ, მცირე ზომის კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, განავითარონ მომსახურებები და შექმნან ალტერნატიული საკომუნიკაციო შეთავაზებები, ქსელის მფლობელი ოპერატორები კი მეტად აითვისებენ საკუთარი ქსელის შესაძლებლობებს, რითაც დამატებით შემოსავალს მიიღებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კვლევა რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.