https://sputnik-georgia.com/20221209/saqartvelos-mobiluri-virtualuri-operatorebi-gangass-texen-272858270.html
საქართველოს მობილური ვირტუალური ოპერატორები განგაშს ტეხენ - რა ხდება ბაზარზე
საქართველოს მობილური ვირტუალური ოპერატორები განგაშს ტეხენ - რა ხდება ბაზარზე
Sputnik საქართველო
მობილური ვირტუალური კავშირის ქსელების ოპერატორთა ასოციაციაში სამი კომპანია შედის – Inexphone, Myphone და Jens. 09.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-09T11:33+0400
2022-12-09T11:33+0400
2022-12-09T15:52+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24840/29/248402970_0:119:3217:1929_1920x0_80_0_0_a2c0a2595f7cbb81c8b002cd1a1272e5.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. მობილური ვირტუალური ოპერატორების ასოციაციამ (MVNO) კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა თხოვნით, ძალაში დატოვოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილურ ოპერატორებს დაეკისრათ საკუთარ ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვების ვალდებულება.კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2019 წელს მიიღო გადაწყვეტილება და დაავალდებულა საქართველოს მობილური კავშირის სამი დიდი ოპერატორი – MagtiCom, Silknet და Vion Georgia, უზრუნველეყოთ საკუთარ ქსელზე სხვა მობილური ოპერატორების წვდომა, რათა საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარი გაფართოვდეს.MVNO-ს შეშფოთების მიზეზი გახდა Silknet-ის მიერ კომპანია „ეკლეკტიკთან“ დადებული ხელშეკრულება და ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე მობილური კავშირის გამოჩენა სახელწოდებით „ჰალო“ (Halo).ოპერატორების აზრით, შეთანხმება შპს „ეკლეკტიკსა“ და სს „სილქნეტს“ შორის არა სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი შეთავაზებების შექმნას, არამედ ფასადურად კომისიისთვის მიცემული პირობის შესრულებას ისახავს მიზნად.ასოციაცია მიიჩნევს, რომ კომისია ამ სფეროს დარეგულირების კუთხით უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს.რატომ არ არიან საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორები>>„სწორედ ამიტომ კომუნიკაციების კომისიას მივმართავთ თხოვნით, არ გააუქმოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილება“, – ნათქვამია განცხადებაში.მობილური ვირტუალური კავშირის ქსელების ოპერატორთა ასოციაციაში შედის სამი კომპანია – Inexphone, Myphone და Jens.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24840/29/248402970_243:0:2974:2048_1920x0_80_0_0_a2787957f075157ad7eb26df6f623f55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საქართველოს მობილური ვირტუალური ოპერატორები განგაშს ტეხენ - რა ხდება ბაზარზე
11:33 09.12.2022 (განახლებულია: 15:52 09.12.2022) მობილური ვირტუალური კავშირის ქსელების ოპერატორთა ასოციაციაში სამი კომპანია შედის – Inexphone, Myphone და Jens.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. მობილური ვირტუალური ოპერატორების ასოციაციამ (MVNO) კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა თხოვნით, ძალაში დატოვოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილურ ოპერატორებს დაეკისრათ საკუთარ ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვების ვალდებულება.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2019 წელს მიიღო გადაწყვეტილება და დაავალდებულა საქართველოს მობილური კავშირის სამი დიდი ოპერატორი – MagtiCom, Silknet და Vion Georgia, უზრუნველეყოთ საკუთარ ქსელზე სხვა მობილური ოპერატორების წვდომა, რათა საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარი გაფართოვდეს.
MVNO-ს შეშფოთების მიზეზი გახდა Silknet-ის მიერ კომპანია „ეკლეკტიკთან“ დადებული ხელშეკრულება და ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე მობილური კავშირის გამოჩენა სახელწოდებით „ჰალო“ (Halo).
„კითხვის ნიშნებს აჩენს ფაქტიც, რომ კომპანია ისე გახდა MVNO ხელშეკრულების მფლობელი ჩვენამდე, რომ მარეგულირებელ კომისიაში არც კი ჰქონდა ავტორიზაცია გავლილი, მაშინ, როდესაც ჩვენ, სამი ავტორიზებული კომპანია სამი წელია ვიბრძვით და ვითხოვთ კონკრეტულ შეთავაზებებსა და წერილებზე პასუხს ქსელის ოპერატორებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოპერატორების აზრით, შეთანხმება შპს „ეკლეკტიკსა“ და სს „სილქნეტს“ შორის არა სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი შეთავაზებების შექმნას, არამედ ფასადურად კომისიისთვის მიცემული პირობის შესრულებას ისახავს მიზნად.
ასოციაცია მიიჩნევს, რომ კომისია ამ სფეროს დარეგულირების კუთხით უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს.
„სწორედ ამიტომ კომუნიკაციების კომისიას მივმართავთ თხოვნით, არ გააუქმოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილება“, – ნათქვამია განცხადებაში.
მობილური ვირტუალური კავშირის ქსელების ოპერატორთა ასოციაციაში შედის სამი კომპანია – Inexphone, Myphone და Jens.