https://sputnik-georgia.com/20210807/ratom-ar-arian-saqarTveloSi-virtualuri-mobiluri-operatorebi-252528288.html
რატომ არ არიან საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორები
რატომ არ არიან საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორები
Sputnik საქართველო
რეგულატორი მიიჩნევს, რომ, მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად მნიშვნელოვანია ქვეყნის საკომუნიკაციო ბაზარზე ვირტუალური მობილური ქსელების არსებობა 07.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-07T14:06+0400
2021-08-07T14:06+0400
2021-10-19T18:03+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250487120_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_b181c7d9469ea8a24b17ff0df0e677fc.jpg
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მობილური კავშირის დიდმა ოპერატორებმა თავიანთი ქსელები არ წარუდგინეს მობილურ ოპერატორებს, რის გამოც ახალი სისტემის დანერგვა კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა, განაცხადეს ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორთა ასოციაციის წარმომადგენლებმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.კომისიამ 2019 წელს მიიღო გადაწყვეტილება და დაავალდებულა საქართველოს მობილური კავშირის სამი დიდი ოპერატორი – MagtiCom, Silknet და Vion Georgia, წარმოედგინათ სხვა მობილური ოპერატორებისთვის ქსელისადმი ხელმისაწვდომობა, რათა საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარი გაფართოვდეს.ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, სამივე მობილური ოპერატორი საჯაროდ დათანხმდა, რომ ორგანიზაციებისთვის თავის ქსელში წვდომა მიეცა, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არანაირი რეალური და საგრძნობი ნაბიჯი არ გადადგმულა. მათი განცხადებით, ეს ახალი პროდუქტის დანერგვის პროცესს ართულებს.კომისიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე პირობა დადეს, რომ ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.გარდა ამისა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არაერთხელ განაცხადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვირტუალური მობილური ქსელები საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაუმჯობესების თვალსაზრისით. კომისიაში იმედი გამოთქვეს, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მცხოვრებ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ოპერატორებისა და ინოვაციების არჩევისას ბევრად ფართო არჩევანი ექნებათ.მობილური კავშირის ვირტუალური ქსელის ოპერატორთა ასოციაციაში სამი კომპანია შედის – Inexphone, Myphone და Jens.
https://sputnik-georgia.com/20210702/gaZvirdeba-Tu-ara-saqarTveloSi-tarifebi-mobilur-kavSirze-saxelmwifo-regulirebas-auqmebs-252189062.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250487120_215:0:1920:1279_1920x0_80_0_0_7c351d8e8986468fc4250c194d388edd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
რატომ არ არიან საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორები
14:06 07.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) რეგულატორი მიიჩნევს, რომ, მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად მნიშვნელოვანია ქვეყნის საკომუნიკაციო ბაზარზე ვირტუალური მობილური ქსელების არსებობა
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მობილური კავშირის დიდმა ოპერატორებმა თავიანთი ქსელები არ წარუდგინეს მობილურ ოპერატორებს, რის გამოც ახალი სისტემის დანერგვა კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა, განაცხადეს ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორთა ასოციაციის წარმომადგენლებმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
კომისიამ 2019 წელს მიიღო გადაწყვეტილება და დაავალდებულა საქართველოს მობილური კავშირის სამი დიდი ოპერატორი – MagtiCom, Silknet და Vion Georgia, წარმოედგინათ სხვა მობილური ოპერატორებისთვის ქსელისადმი ხელმისაწვდომობა, რათა საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარი გაფართოვდეს.
ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, სამივე მობილური ოპერატორი საჯაროდ დათანხმდა, რომ ორგანიზაციებისთვის თავის ქსელში წვდომა მიეცა, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არანაირი რეალური და საგრძნობი ნაბიჯი არ გადადგმულა. მათი განცხადებით, ეს ახალი პროდუქტის დანერგვის პროცესს ართულებს.
კომისიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე პირობა დადეს, რომ ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
გარდა ამისა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არაერთხელ განაცხადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვირტუალური მობილური ქსელები საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაუმჯობესების თვალსაზრისით. კომისიაში იმედი გამოთქვეს, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მცხოვრებ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ოპერატორებისა და ინოვაციების არჩევისას ბევრად ფართო არჩევანი ექნებათ.
მობილური კავშირის ვირტუალური ქსელის ოპერატორთა ასოციაციაში სამი კომპანია შედის – Inexphone, Myphone და Jens.