https://sputnik-georgia.com/20210702/gaZvirdeba-Tu-ara-saqarTveloSi-tarifebi-mobilur-kavSirze-saxelmwifo-regulirebas-auqmebs-252189062.html
გაძვირდება თუ არა საქართველოში ტარიფები მობილურ კავშირზე – სახელმწიფო რეგულირებას აუქმებს
გაძვირდება თუ არა საქართველოში ტარიფები მობილურ კავშირზე – სახელმწიფო რეგულირებას აუქმებს
Sputnik საქართველო
კომისია იტოვებს უფლებას, აღკვეთოს ოპერატორების მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მცდელობები. 02.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-02T10:00+0400
2021-07-02T10:00+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/19/250158933_0:0:3217:1810_1920x0_80_0_0_3522a6605d999ca2caf0a319f6c19299.jpg
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილური ოპერატორებისთვის საცალო სატარიფო რეგულირებას აუქმებს და მობილურ ოპერატორებს სატარიფო მოქნილობას უბრუნებს, შესაბამისად – ოპერატორები თავად დაადგენენ წუთობრივ ტარიფებს.საუბარია მხოლოდ და მხოლოდ მობილური ოპერატორების ტარიფებზე და სიახლე არ შეეხება ფიქსირებულ ინტერნეტს, რომელსაც ასევე აკონტროლებენ ის კომპანიები, რომლებიც მობილური ოპერატორების ფუნქციებს ასრულებენ.კომუნიკაციების კომისიის მიერ სატარიფო კონტროლის გაუქმება მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს პანდემიის პირობებში ოპერატიულად უპასუხონ ეკონომიკურ გამოწვევებს, განახორციელონ ინვესტიციები და მომხმარებლისთვის უწყვეტი და ხარისხიანი სერვისების მისაწოდებლად ახალი ტექნოლოგიები დანერგონ, აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.მიუხედავად ამისა, მობილური კავშირის ბაზარზე ოპერატორებისთვის მოქმედების ნორმები არ შეიცვლება.კერძოდ, კომისია აფრთხილებს ოპერატორებს, რომ აღკვეთს კომპანიების მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და მომხმარებლების ინტერესების შეზღუდვის მცდელობებს.„საცალო სატარიფო რეგულაციიდან გამოსვლის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისია, როგორც სექტორის რეგულატორი, საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების ფარგლებში, კომპანიების მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და მომხმარებლების ინტერესების შეზღუდვის შემთხვევაში, შეისწავლის საკითხს და დარღვევის დადასტურებისას კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.კომისიის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მსხვილი მობილური ოპერატორების მიმართვა, რომლებიც გაზრდილი ტრაფიკის გამო ქსელების გადატვირთვას უჩივიან და ინვესტიციების აუცილებლობაზე საუბრობენ, გარდა ამისა ლაპარაკი იყო მაღალი ტარიფებისა და მოსახლეობის გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებაზე.მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე დღეს საქართველოში ოთხი კომპანია ოპერირებს – „მაგთიკომი“, „სილქნეტი“, „ბილაინი“ და „გლობალ სელი“. აბონენტების რაოდენობის მიხედვით, „მაგთიკომი“ ლიდერობს 1,5 მილიონით, მეორე ადგილზეა „სილქნეტი“ 1,3 მილიონით, ხოლო მესამე ადგილზეა „ბილაინი“ 1 მილიონი აბონენტით. „გლობალ სელის“ აბონენტი 127 ათასი ადამიანია.2020 წელს საქართველოში მობილურ ტელეფონზე სასაუბროდ 94,4 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამასთან ხმოვანმა ტრაფიკმა შეადგინა დაახლოებით 6,9 მლრდ წუთი, მობილური ოპერატორების აბონენტების მიერ 3,7 მლრდ ზარი განხორციელდა.საშუალოდ საქართველოში ერთ თვეში 308 მილიონი ზარი ხორციელდება. მათი პიკი ივნისიდან ოქტომბრამდე პერიოდზე მოდის.
https://sputnik-georgia.com/20210425/saqarTvelo-mobilurma-telefonebma-daipyres-saintereso-statistika-251558911.html
https://sputnik-georgia.com/20200606/saqarTveloSi-virtualuri-mobiluri-operatorebi-gaCndebian-248668380.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/19/250158933_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_1753b339d91558428ced3fda8cc474d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
გაძვირდება თუ არა საქართველოში ტარიფები მობილურ კავშირზე – სახელმწიფო რეგულირებას აუქმებს
10:00 02.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) კომისია იტოვებს უფლებას, აღკვეთოს ოპერატორების მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მცდელობები.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილური ოპერატორებისთვის საცალო სატარიფო რეგულირებას აუქმებს და მობილურ ოპერატორებს სატარიფო მოქნილობას უბრუნებს, შესაბამისად – ოპერატორები თავად დაადგენენ წუთობრივ ტარიფებს.
საუბარია მხოლოდ და მხოლოდ მობილური ოპერატორების ტარიფებზე და სიახლე არ შეეხება ფიქსირებულ ინტერნეტს, რომელსაც ასევე აკონტროლებენ ის კომპანიები, რომლებიც მობილური ოპერატორების ფუნქციებს ასრულებენ.
კომუნიკაციების კომისიის მიერ სატარიფო კონტროლის გაუქმება მობილური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს პანდემიის პირობებში ოპერატიულად უპასუხონ ეკონომიკურ გამოწვევებს, განახორციელონ ინვესტიციები და მომხმარებლისთვის უწყვეტი და ხარისხიანი სერვისების მისაწოდებლად ახალი ტექნოლოგიები დანერგონ, აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
მიუხედავად ამისა, მობილური კავშირის ბაზარზე ოპერატორებისთვის მოქმედების ნორმები არ შეიცვლება.
კერძოდ, კომისია აფრთხილებს ოპერატორებს, რომ აღკვეთს კომპანიების მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და მომხმარებლების ინტერესების შეზღუდვის მცდელობებს.
„საცალო სატარიფო რეგულაციიდან გამოსვლის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისია, როგორც სექტორის რეგულატორი, საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების ფარგლებში, კომპანიების მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და მომხმარებლების ინტერესების შეზღუდვის შემთხვევაში, შეისწავლის საკითხს და დარღვევის დადასტურებისას კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას“, – ნათქვამია
განცხადებაში.
კომისიის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მსხვილი მობილური ოპერატორების მიმართვა, რომლებიც გაზრდილი ტრაფიკის გამო ქსელების გადატვირთვას უჩივიან და ინვესტიციების აუცილებლობაზე საუბრობენ, გარდა ამისა ლაპარაკი იყო მაღალი ტარიფებისა და მოსახლეობის გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებაზე.
მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე დღეს საქართველოში ოთხი კომპანია ოპერირებს – „მაგთიკომი“, „სილქნეტი“, „ბილაინი“ და „გლობალ სელი“. აბონენტების რაოდენობის მიხედვით, „მაგთიკომი“ ლიდერობს 1,5 მილიონით, მეორე ადგილზეა „სილქნეტი“ 1,3 მილიონით, ხოლო მესამე ადგილზეა „ბილაინი“ 1 მილიონი აბონენტით. „გლობალ სელის“ აბონენტი 127 ათასი ადამიანია.
2020 წელს საქართველოში მობილურ ტელეფონზე სასაუბროდ 94,4 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამასთან ხმოვანმა ტრაფიკმა შეადგინა დაახლოებით 6,9 მლრდ წუთი, მობილური ოპერატორების აბონენტების მიერ 3,7 მლრდ ზარი განხორციელდა.
საშუალოდ საქართველოში ერთ თვეში 308 მილიონი ზარი ხორციელდება. მათი პიკი ივნისიდან ოქტომბრამდე პერიოდზე მოდის.