https://sputnik-georgia.com/20230728/deputati-raribasvilis-viziti-cinetsi-qveynebs-soris-artniorobis-garrmavebis-dasawyisia-280499251.html
დეპუტატი: ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავების დასაწყისია
დეპუტატი: ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავების დასაწყისია
Sputnik საქართველო
მაღალი დონის ვიზიტი ჩინეთში ეკონომიკური ურთიერთობების და პარტნიორობის გაღრმავების დასაწყისი გახდება, რაც საქართველოს ინტერესებს პასუხობს, განაცხადა მაკა... 28.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-28T22:15+0400
2023-07-28T22:15+0400
2023-07-28T23:04+0400
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1c/280498214_0:162:1600:1063_1920x0_80_0_0_061bfccd9e69d08f402ffba93eb504bf.jpg
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების დასაწყისი გახდება და საქართველოს მისცემს საშუალებას, მომგებიანად გამოიყენოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები დაამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ბიძგი მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით ხუთშაბათს გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში იღებს მონაწილეობას. წელს თამაშებში 50 ქართველი სტუდენტიც მონაწილეობს.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის პლუსებზე ისაუბრა>>საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.დეპუტატი: ჩინეთში პრემიერის ვიზიტის შედეგად მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მივიღებთ>>დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1c/280498214_90:179:1269:1063_1920x0_80_0_0_1d184fc8da1ef25b70898e8ff15eaa20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი
პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი
დეპუტატი: ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავების დასაწყისია
22:15 28.07.2023 (განახლებულია: 23:04 28.07.2023) მაღალი დონის ვიზიტი ჩინეთში ეკონომიკური ურთიერთობების და პარტნიორობის გაღრმავების დასაწყისი გახდება, რაც საქართველოს ინტერესებს პასუხობს, განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების დასაწყისი გახდება და საქართველოს მისცემს საშუალებას, მომგებიანად გამოიყენოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა და ქვეყნები დაამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ბიძგი მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.
„ჩინეთში განხორციელებული უმაღლესი დონის ვიზიტი საწყისი იქნება ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და პარტნიორობის, რაც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს, რომ რეგიონში უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს და ჩვენი გეოგრაფიული მოცემულობა გამოვიყენოთ, როგორც სარგებელი და არა შემაფერხებელი ფაქტორი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით ხუთშაბათს გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში იღებს მონაწილეობას. წელს თამაშებში 50 ქართველი სტუდენტიც მონაწილეობს.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.