https://sputnik-georgia.com/20230728/---------280479289.html
დეპუტატი: ჩინეთში პრემიერის ვიზიტის შედეგად მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მივიღებთ
დეპუტატი: ჩინეთში პრემიერის ვიზიტის შედეგად მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მივიღებთ
Sputnik საქართველო
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, სწორედ საქართველოზე გამავალი გზა არის ყველაზე უფრო მოკლე ევროპაში ტვირთების ჩასატანად. 28.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-28T15:43+0400
2023-07-28T15:43+0400
2023-07-28T20:52+0400
საქართველო
ჩინეთი
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1c/280467050_0:130:1600:1030_1920x0_80_0_0_1d36285d6762a2287ae302b8c5e31c7e.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და საქართველოს სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივის თვალსაზრისით, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში. ღარიბაშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით ხუთშაბათს გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში იღებს მონაწილეობას. პარასკევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურს სი ძინპინს შეხვდა, რომელმაც ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების პერსპექტივის შესახებ განცხადება გააკეთა. „შუა დერეფანი" (ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი) არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და შავი ზღვის გავლით გადის ევროპისკენ. სამხარაძის თქმით, საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვა დიდ მნიშვნელობას იძენს სანქციების გამო რუსეთის მარშრუტის დაბლოკვის პირობებში. დეპუტატმა ასევე აღნიშნა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა, რის შედეგადაც ყოველწლიურად იზრდება როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი. „გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა სექტორული თანამშრომლობაც. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან დროული და ლოგიკურად ებმება საქართველოში ცოტა ხნის წინ განხორციელებულ ვიზიტებს ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან. ამ ვიზიტის შედეგადაც ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს", – განაცხადა სამხარაძემ. ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა - სი ძინპინი>>>საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. 2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა. დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1c/280467050_0:0:1401:1050_1920x0_80_0_0_12d0e783ab19712896b67a37de404fa4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
დეპუტატი: ჩინეთში პრემიერის ვიზიტის შედეგად მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მივიღებთ
15:43 28.07.2023 (განახლებულია: 20:52 28.07.2023) ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, სწორედ საქართველოზე გამავალი გზა არის ყველაზე უფრო მოკლე ევროპაში ტვირთების ჩასატანად.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და საქართველოს სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივის თვალსაზრისით, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
ღარიბაშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით ხუთშაბათს გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში იღებს მონაწილეობას. პარასკევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურს სი ძინპინს შეხვდა, რომელმაც ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების პერსპექტივის შესახებ განცხადება გააკეთა.
„დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შედეგად სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ასევე შევძლებთ „შუა დერეფნის" უფრო მეტად დატვირთვას", – განაცხადა სამხარაძემ.
„შუა დერეფანი" (ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი) არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და შავი ზღვის გავლით გადის ევროპისკენ.
სამხარაძის თქმით, საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვა დიდ მნიშვნელობას იძენს სანქციების გამო რუსეთის მარშრუტის დაბლოკვის პირობებში.
„ჩინეთიდან წამოსული ტვირთებისთვის სწორედ საქართველოს გზა არის ყველაზე უფრო მოკლე ევროპაში ჩასატანად... საქართველომ უნდა გამოიყენოს პოტენციალი, რომელიც მას გააჩნია და მიაღწიოს დასახულ მიზანს, რომ ჩამოყალიბდეს სატრანსპორტო ჰაბად", – განაცხადა სამხარაძემ.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა, რის შედეგადაც ყოველწლიურად იზრდება როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი.
„გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა სექტორული თანამშრომლობაც. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან დროული და ლოგიკურად ებმება საქართველოში ცოტა ხნის წინ განხორციელებულ ვიზიტებს ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან. ამ ვიზიტის შედეგადაც ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს", – განაცხადა სამხარაძემ.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.