https://sputnik-georgia.com/20230728/------------280468410.html
ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა - სი ძინპინი
ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა - სი ძინპინი
Sputnik საქართველო
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. 28.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-28T14:13+0400
2023-07-28T14:13+0400
2023-07-28T19:36+0400
საქართველო
ჩინეთი
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1c/280463667_0:158:1600:1058_1920x0_80_0_0_ee7dcdf55b7eae423528c0013b7d8e85.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა – ქვეყნები სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ, განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე. ღარიბაშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით ხუთშაბათს გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში იღებს მონაწილეობას. წელს თამაშებში 50 ქართველი სტუდენტიც მონაწილეობს. მისი თქმით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ბიძგი მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში. „თქვენ (ღარიბაშვილმა) არაერთხელ აღნიშნეთ, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებს და აქტიურად ავითარებთ ორმხრივ თანამშრომლობას. მე ამას ძალიან ვაფასებ", – განაცხადა სი ძინპინმა. პრემიერი: ჩინეთთან კარგი ურთიერთობები გვაქვს>>>მისი თქმით, ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 31 წელი გავიდა და ქვეყნებს შორის ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. „ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ნდობა მყარია, ხოლო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები – შესამჩნევი. საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია", – განაცხადა სი ძინპინმა. საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. 2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა. დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1c/280463667_186:158:1384:1056_1920x0_80_0_0_760d3cf5861138c68db95c78d77b8b7e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა - სი ძინპინი
14:13 28.07.2023 (განახლებულია: 19:36 28.07.2023) საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა – ქვეყნები სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ, განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე.
ღარიბაშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით ხუთშაბათს გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში იღებს მონაწილეობას. წელს თამაშებში 50 ქართველი სტუდენტიც მონაწილეობს.
„არ აქვს მნიშვნელობა როგორ განვითარდება მოვლენები საერთაშორისო ასპარეზზე, ჩინეთის პოზიცია საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით არ შეიცვლება. ამ თქვენი (ღარიბაშვილის) ჩინეთში ვიზიტის დროს გაკეთდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარნიორობას და ამით ურთიერთობები ქვეყნებს შორის ახალ დონეზე გადავა", – განაცხადა სი ძინპინმა.
მისი თქმით, ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ბიძგი მისცენ სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შეიტანონ კაცობრიობის კეთილდღეობაში.
„თქვენ (ღარიბაშვილმა) არაერთხელ აღნიშნეთ, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებს და აქტიურად ავითარებთ ორმხრივ თანამშრომლობას. მე ამას ძალიან ვაფასებ", – განაცხადა სი ძინპინმა.
მისი თქმით, ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 31 წელი გავიდა და ქვეყნებს შორის ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება.
„ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ნდობა მყარია, ხოლო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები – შესამჩნევი. საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია", – განაცხადა სი ძინპინმა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.