https://sputnik-georgia.com/20230728/---------280486277.html
ჯანდაცვის სამინისტრო - თურქული მედიკამენტები საქართველოში არ გაძვირდება
ჯანდაცვის სამინისტრო - თურქული მედიკამენტები საქართველოში არ გაძვირდება
Sputnik საქართველო
ქართული კომპანიები თურქეთიდან მედიკამენტების დაბალ ფასად შეძენასა და შემოტანას შეძლებენ, განაცხადეს უწყებაში. 28.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-28T18:21+0400
2023-07-28T18:21+0400
2023-07-28T22:03+0400
საქართველო
თურქეთი
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186426_0:93:1763:1085_1920x0_80_0_0_4885f8d8b74984ac387e51c38a685a46.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. თურქეთში მედიკამენტებზე ევრო/ლირის ფიქსირებული გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს საქართველოში შემოტანილი თურქული მედიკამენტების ღირებულებაზე, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. მედიკამენტებზე ფასების დაწევის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 2 მარტიდან თურქული მედიკამენტებისთვის ფარმაცევტული ბაზარი გახსნა. ამ ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები 60-80%-ით შემცირდა.საქართველოში 2022 წლის 1 იანვრიდან ადგილობრივ ფარმაცევტულ კომპანიებს მოეთხოვებათ GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სტანდარტების დაცვა. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს გააუმჯობესებს საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ხარისხს და გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს. GMP/GDP-ს დანერგვით საქართველო აღიარებს ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხის კონტროლის ევროკავშირის სტანდარტებს. GMP-ს პრაქტიკა საქართველოს შესაძლებლობას მისცემს გახდეს „ფარმაცევტული ინსპექციების თანამშრომლობის სისტემის" (PIC\S) წევრი, რომელშიც წარმოდგენილი არიან მედიკამენტების უმაღლესი ხარისხის სტანდარტების მქონე ქვეყნები.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186426_97:0:1666:1177_1920x0_80_0_0_e596dfd84dabbcb1741ebaa69a756469.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, თურქეთი , ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - თურქული მედიკამენტები საქართველოში არ გაძვირდება
18:21 28.07.2023 (განახლებულია: 22:03 28.07.2023) ქართული კომპანიები თურქეთიდან მედიკამენტების დაბალ ფასად შეძენასა და შემოტანას შეძლებენ, განაცხადეს უწყებაში.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. თურქეთში მედიკამენტებზე ევრო/ლირის ფიქსირებული გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს საქართველოში შემოტანილი თურქული მედიკამენტების ღირებულებაზე, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
მედიკამენტებზე ფასების დაწევის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 2 მარტიდან თურქული მედიკამენტებისთვის ფარმაცევტული ბაზარი გახსნა. ამ ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები 60-80%-ით შემცირდა.
„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ლარის კურსი თურქული ლირის მიმართ 2023 წლიდან 46%-ით არის გამყარებული. შესაბამისად, ლარის გამყარების ფონზე თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ იქონიებს და ქართული კომპანიები თურქულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტის შეძენას და იმპორტს ისევ დაბალ ფასად შეძლებენ", – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში 2022 წლის 1 იანვრიდან ადგილობრივ ფარმაცევტულ კომპანიებს მოეთხოვებათ GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სტანდარტების დაცვა. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს გააუმჯობესებს საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ხარისხს და გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.
GMP/GDP-ს დანერგვით საქართველო აღიარებს ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხის კონტროლის ევროკავშირის სტანდარტებს.
GMP-ს პრაქტიკა საქართველოს შესაძლებლობას მისცემს გახდეს „ფარმაცევტული ინსპექციების თანამშრომლობის სისტემის" (PIC\S) წევრი, რომელშიც წარმოდგენილი არიან მედიკამენტების უმაღლესი ხარისხის სტანდარტების მქონე ქვეყნები.