https://sputnik-georgia.com/20230728/---------280477224.html
ზღვა უსაფრთხოა - თბილისში ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაზე დაიწყეს საუბარი
ზღვა უსაფრთხოა - თბილისში ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაზე დაიწყეს საუბარი
Sputnik საქართველო
ქართველი სპეციალისტები შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ცხრა სადგურზე ათ დღეში ერთხელ ახორციელებენ. 28.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-28T15:21+0400
2023-07-28T15:21+0400
2023-07-28T20:46+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625617_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_4cbcb8fb387b3939440005e946188df5.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ხორციელდება მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ აჭარის შავი ზღვის აკვატორიაში წყალი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა. შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიზეზით შავი ზღვის მარილიანობა საგრძნობლად შემცირდა. ექსპერტები ამას ზღვაში დიდი რაოდენობით მტკნარი წყლის მოხვედრით ხსნიან. მისი თქმით, სპეციალისტები პრაქტიკულად ყოველდღიურად ამოწმებენ ზღვის წყლის ხარისხს და აცხადებენ, რომ ყველა პარამეტრი ნორმის ფარგლებშია. „ამ ადამიანების ინტერესში შედის, რომ საქართველოს ეკონომიკა არ იყოს ძლიერი და არც ის მცირე მეწარმეები და ბიზნესის წარმომადგენლები არ იყვნენ ძლიერები, რომლებიც ტურიზმის სფეროში არიან ჩართული", – განაცხადა ქვრივიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. ზღვა სუფთაა, ვიყოთ მშვიდად - ეკოლოგი შავ ზღვაში არსებულ ვითარებაზე>>>გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები უკვე რამდენჯერმე გამოაქვეყნა, რომელთა თანახმად, აღებული სინჯები ნორმის ფარგლებშია. ქართველი სპეციალისტები შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ცხრა სადგურზე ათ დღეში ერთხელ ახორციელებენ. აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას. როგორც ყოველთვის, ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი–კვარიათისა და მახინჯაური–მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625617_199:182:2090:1600_1920x0_80_0_0_f64441a84356c4bc4e57ca9dc99dac36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
ზღვა უსაფრთხოა - თბილისში ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაზე დაიწყეს საუბარი
15:21 28.07.2023 (განახლებულია: 20:46 28.07.2023) ქართველი სპეციალისტები შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ცხრა სადგურზე ათ დღეში ერთხელ ახორციელებენ.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ხორციელდება მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ აჭარის შავი ზღვის აკვატორიაში წყალი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიზეზით შავი ზღვის მარილიანობა საგრძნობლად შემცირდა. ექსპერტები ამას ზღვაში დიდი რაოდენობით მტკნარი წყლის მოხვედრით ხსნიან.
„გასული პერიოდის განმავლობაში ვხედავთ მიზანმიმართულ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას, მათ შორის აჭარაზე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონია და მიდის კამპანია, თითქოს ჩვენი ზღვის წყალი არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი", – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, სპეციალისტები პრაქტიკულად ყოველდღიურად ამოწმებენ ზღვის წყლის ხარისხს და აცხადებენ, რომ ყველა პარამეტრი ნორმის ფარგლებშია.
„ამ ადამიანების ინტერესში შედის, რომ საქართველოს ეკონომიკა არ იყოს ძლიერი და არც ის მცირე მეწარმეები და ბიზნესის წარმომადგენლები არ იყვნენ ძლიერები, რომლებიც ტურიზმის სფეროში არიან ჩართული", – განაცხადა ქვრივიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები უკვე რამდენჯერმე გამოაქვეყნა, რომელთა თანახმად, აღებული სინჯები ნორმის ფარგლებშია. ქართველი სპეციალისტები შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ცხრა სადგურზე ათ დღეში ერთხელ ახორციელებენ.
აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას. როგორც ყოველთვის, ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი–კვარიათისა და მახინჯაური–მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.