https://sputnik-georgia.com/20230727/--------280412913.html
ხვიჩია: ქართველი ხალხი „ქართული ოცნების" და „ნაცმოძრაობის" ტყვეობაშია
ხვიჩია: ქართველი ხალხი „ქართული ოცნების" და „ნაცმოძრაობის" ტყვეობაშია
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, იმისათვის, რომ ამ პარტიებმა ერთად 50% ვერ აიღონ, საჭიროა ადამიანებმა ალტერნატიული იდეა დაინახონ. 27.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-27T15:55+0400
2023-07-27T15:55+0400
2023-08-28T13:19+0400
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/18/269725605_0:453:1356:1216_1920x0_80_0_0_bcec5343a09d99a8ba8133e96bd25e3c.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება" და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე დიდი მოკავშირეები არიან და ხალხს საკუთარ ტყვეობაში ამყოფებენ, განაცხადა ოპოზიციური პარტია "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. ასე გამოეხმაურა ხვიჩია ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერის, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ" და „ნაცმოძრაობამ" მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ. გახარიამ ამ პარტიებს ქვეყნისთვის დამანგრეველი და საშიში ძალა უწოდა, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობენ და ერთად შოულობენ ფულს. პოლიტიკოსის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" და „ქართულ ოცნებას" ბევრი საერთო აქვთ. „ნაცმოძრაობას" და „ქართულ ოცნებას" ერთმანეთთან ყველაზე მეტი საერთო აქვთ, უბრალოდ ამ საერთოს მალავენ ერთმანეთთან ჩხუბით, გინებით, შეურაცხყოფით, იმისათვის, რომ ადამიანებმა არც კი დაუშვან იმაზე ფიქრი, თუ როგორ ვერ შეიძლება, რომ მათ 50%-ზე მეტი არ აიღონ", – განაცხადა ხვიჩიამ ტელეარხზე PalitraNews. იმისათვის რომ „ქართულმა ოცნებამ" და „ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთად 50% ვერ აიღონ, საჭიროა ადამიანებმა ალტერნატიული იდეა დაინახონ, აღნიშნა ხვიჩიამ. „ჩვენ გვაქვს ეს იდეა. ამას პარტიები ვერ შეძლებენ, ეს უნდა შეძლოს იდეამ. ახლა მაინც დაინახოს ხალხმა, რომ „ქართული ოცნება" და „ნაცმოძრაობა" საბოლოო ჯამში ერთი ძალაა და სწორედ ამიტომ მათ ვერ უნდა გადალახონ 50%-იანი ბარიერი", – განაცხადა პოლიტიკოსმა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს. „ნაცმოძრაობა" არ უნდა იყოს წამყვანი ძალა - ოპოზიციონერი>>>საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ქართული ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას. გასულ კვირაში ოპოზიციური პარტიის „სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ გახარიას შეუძლია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თავის გარშემო ძალზე საინტერესო კონფიგურაცია შექმნას. პოლიტიკოსის აზრით, უნდა გაჩნდეს „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატივა. ამასთან, გახარიას პარტიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ისინი არცერთ პარტიასთან არ აპირებენ გაერთიანებას. გიორგი გახარიამ, რომელმაც „ქართული ოცნების" რიგები და პრემიერის პოსტი დატოვა, 2021 წლის მაისში პარტია „საქართველოსთვის" დააფუძნა. პარტიისთვის პირველივე, ადგილობრივ არჩევნებში მან მესამე შედეგი აჩვენა და ქვეყნის თითქმის ყველა საკრებულოში მიიღო ადგილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/18/269725605_0:339:1356:1356_1920x0_80_0_0_04bf90d7634cbb4f4e4d60862f28a92b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
ხვიჩია: ქართველი ხალხი „ქართული ოცნების" და „ნაცმოძრაობის" ტყვეობაშია
15:55 27.07.2023 (განახლებულია: 13:19 28.08.2023) ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, იმისათვის, რომ ამ პარტიებმა ერთად 50% ვერ აიღონ, საჭიროა ადამიანებმა ალტერნატიული იდეა დაინახონ.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება" და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე დიდი მოკავშირეები არიან და ხალხს საკუთარ ტყვეობაში ამყოფებენ, განაცხადა ოპოზიციური პარტია "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
ასე გამოეხმაურა ხვიჩია ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერის, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ" და „ნაცმოძრაობამ" მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ. გახარიამ ამ პარტიებს ქვეყნისთვის დამანგრეველი და საშიში ძალა უწოდა, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობენ და ერთად შოულობენ ფულს.
„არ ვიცი გახარია ამ დასკვნამდე როგორ მივიდა, მაგრამ ამ ფორმულირებას ვეთანხმები, რადგანაც „ქართულ ოცნებას" და „ნაცმოძრაობას" ერთ ძალად ვთვლი. საბოლოო ჯამში ისინი მარტივად შექმნიან ერთმანეთთან კოალიციას. ისინი ერთმანეთის ყველაზე დიდი მოკავშირეები არიან... სინამდვილეში ქართველი ხალხი ამ ორი პარტიის ტყვეობაშია", – განაცხადა ხვიჩიამ.
პოლიტიკოსის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" და „ქართულ ოცნებას" ბევრი საერთო აქვთ.
„ნაცმოძრაობას" და „ქართულ ოცნებას" ერთმანეთთან ყველაზე მეტი საერთო აქვთ, უბრალოდ ამ საერთოს მალავენ ერთმანეთთან ჩხუბით, გინებით, შეურაცხყოფით, იმისათვის, რომ ადამიანებმა არც კი დაუშვან იმაზე ფიქრი, თუ როგორ ვერ შეიძლება, რომ მათ 50%-ზე მეტი არ აიღონ", – განაცხადა ხვიჩიამ ტელეარხზე
PalitraNews.
იმისათვის რომ „ქართულმა ოცნებამ" და „ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთად 50% ვერ აიღონ, საჭიროა ადამიანებმა ალტერნატიული იდეა დაინახონ, აღნიშნა ხვიჩიამ.
„ჩვენ გვაქვს ეს იდეა. ამას პარტიები ვერ შეძლებენ, ეს უნდა შეძლოს იდეამ. ახლა მაინც დაინახოს ხალხმა, რომ „ქართული ოცნება" და „ნაცმოძრაობა" საბოლოო ჯამში ერთი ძალაა და სწორედ ამიტომ მათ ვერ უნდა გადალახონ 50%-იანი ბარიერი", – განაცხადა პოლიტიკოსმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ქართული ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
გასულ კვირაში ოპოზიციური პარტიის „სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ გახარიას შეუძლია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თავის გარშემო ძალზე საინტერესო კონფიგურაცია შექმნას. პოლიტიკოსის აზრით, უნდა გაჩნდეს „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატივა.
ამასთან, გახარიას პარტიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ისინი არცერთ პარტიასთან არ აპირებენ გაერთიანებას.
გიორგი გახარიამ, რომელმაც „ქართული ოცნების" რიგები და პრემიერის პოსტი დატოვა, 2021 წლის მაისში პარტია „საქართველოსთვის" დააფუძნა. პარტიისთვის პირველივე, ადგილობრივ არჩევნებში მან მესამე შედეგი აჩვენა და ქვეყნის თითქმის ყველა საკრებულოში მიიღო ადგილი.