https://sputnik-georgia.com/20230725/-------280308050.html
რა შესთავაზა როტშილდების ოჯახის წევრმა საქართველოს პრემიერს
რა შესთავაზა როტშილდების ოჯახის წევრმა საქართველოს პრემიერს
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. 25.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-25T21:32+0400
2023-07-25T21:32+0400
2023-07-25T22:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/01/269990602_78:0:1280:676_1920x0_80_0_0_6086cabeac6fd5a2b47828ef64e467f2.jpg
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორთან არიელ მალარ დე როტშილდთან შეხვედრაზე განიხილა საქართველოს მრავალფუნქციურ რეგიონულ ცენტრად გარდაქმნის შესახებ დოკუმენტი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.საქართველოს მთავრობასა და კომპანია Rothschild-ის მმართველ დირექტორს შორის შეთანხმება საქართველოს ფინანსურ ცენტრად გადაქცევის შესახებ ბრიუსელში 2021 წლის ბოლოს გაფორმდა.კომპანია მუშაობს სტრატეგიაზე, რომლის მიზანია ქვეყანა გადაიქცეს მულტიფუნქციურ ჰაბად როგორც ტექნოლოგიების, ისე განათლებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით.Rothschild & Co-მ საქართველოს ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო >>შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას.შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.Rothschild & Co არის ფინანსური ჰოლდინგი, რომელსაც აკონტროლებს როტშილდების ოჯახის ფრანგული და ინგლისური ფილიალები. Rothschild & Co არის Rothschild-ის საბანკო ჯგუფის ფლაგმანი და აკონტროლებს Rothscild Group-ს, მათ შორის N. M. Rothschild & Sons და Rothschild & Cie Banque-ს.Rothschild Banking Group-ის საბანკო ბიზნესი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა საინვესტიციო საბანკო მომსახურება, კორპორატიული ბანკინგი, კერძო ინვესტიციები, აქტივების მართვა, კერძო ბანკინგი და ა.შ. გარდა ამისა, Rothschild & Co აქვს საკუთარ საინვესტიციო ანგარიში კერძო კაპიტალდაბანდებებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/01/269990602_230:0:1131:676_1920x0_80_0_0_007c178e79d5fbf79148fa405a7fa4d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
რა შესთავაზა როტშილდების ოჯახის წევრმა საქართველოს პრემიერს
21:32 25.07.2023 (განახლებულია: 22:53 25.07.2023) შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორთან არიელ მალარ დე როტშილდთან შეხვედრაზე განიხილა საქართველოს მრავალფუნქციურ რეგიონულ ცენტრად გარდაქმნის შესახებ დოკუმენტი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საქართველოს მთავრობასა და კომპანია Rothschild-ის მმართველ დირექტორს შორის შეთანხმება საქართველოს ფინანსურ ცენტრად გადაქცევის შესახებ ბრიუსელში 2021 წლის ბოლოს გაფორმდა.
კომპანია მუშაობს სტრატეგიაზე, რომლის მიზანია ქვეყანა გადაიქცეს მულტიფუნქციურ ჰაბად როგორც ტექნოლოგიების, ისე განათლებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
Rothschild & Co არის ფინანსური ჰოლდინგი, რომელსაც აკონტროლებს როტშილდების ოჯახის ფრანგული და ინგლისური ფილიალები. Rothschild & Co არის Rothschild-ის საბანკო ჯგუფის ფლაგმანი და აკონტროლებს Rothscild Group-ს, მათ შორის N. M. Rothschild & Sons და Rothschild & Cie Banque-ს.
Rothschild Banking Group-ის საბანკო ბიზნესი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა საინვესტიციო საბანკო მომსახურება, კორპორატიული ბანკინგი, კერძო ინვესტიციები, აქტივების მართვა, კერძო ბანკინგი და ა.შ. გარდა ამისა, Rothschild & Co აქვს საკუთარ საინვესტიციო ანგარიში კერძო კაპიტალდაბანდებებისთვის.