https://sputnik-georgia.com/20230725/---------280309072.html
გაიხსნება თუ არა საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტი? მინისტრის პასუხი
გაიხსნება თუ არა საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტი? მინისტრის პასუხი
Sputnik საქართველო
საქართველოში ვერ გაიხსნება უნივერსიტეტი, რომელიც არ შედის ქართული საზოგადოებისა და განათლების სისტემის ინტერესებში, განაცხადა მინისტრმა. 25.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-25T22:08+0400
2023-07-25T22:08+0400
2023-07-25T22:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396243_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_43e6c9bbfeefb0ed8cad97e0ce1e8232.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. არანაირი წარმოება ან განაცხადი ე.წ. რუსულ-ქართული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხზე არ მიმდინარეობს, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ამ დღეებში განაცხადა, რომ ამჟამად განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი, სადაც სწავლება უფასო იქნება – ყველა ხარჯს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ლორთქიფანიძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალები ცნობილი სექტემბრის ბოლოს გახდება.მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება უნივერსიტეტების გახსნის საკითხში სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს.„ვერანაირი... უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში, რომელიც არ შედის ქართული საზოგადოებისა და განათლების სისტემის ინტერესებში“, – აღნიშნა ამილახვარმა.საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლებლებისთვის.გაიხსნება თუ არა საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტი? სამინისტროს განმარტება >>საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396243_396:198:1952:1365_1920x0_80_0_0_011ab91c0ad2ddb83d19a51413719205.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ქართულ–რუსული ურთიერთობები
გაიხსნება თუ არა საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტი? მინისტრის პასუხი
22:08 25.07.2023 (განახლებულია: 22:55 25.07.2023) საქართველოში ვერ გაიხსნება უნივერსიტეტი, რომელიც არ შედის ქართული საზოგადოებისა და განათლების სისტემის ინტერესებში, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. არანაირი წარმოება ან განაცხადი ე.წ. რუსულ-ქართული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხზე არ მიმდინარეობს, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ამ დღეებში განაცხადა, რომ ამჟამად განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი, სადაც სწავლება უფასო იქნება – ყველა ხარჯს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ლორთქიფანიძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალები ცნობილი სექტემბრის ბოლოს გახდება.
„არანაირი წარმოება ან განაცხადი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რომ რაიმე ფორმით მიმდინარეობს ე.წ. რუსული უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესი, არ არსებობს“, – აღნიშნა ამილახვარმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება უნივერსიტეტების გახსნის საკითხში სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს.
„ვერანაირი... უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში, რომელიც არ შედის ქართული საზოგადოებისა და განათლების სისტემის ინტერესებში“, – აღნიშნა ამილახვარმა.
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლებლებისთვის.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.