https://sputnik-georgia.com/20230724/---------280241662.html
გაიხსნება თუ არა საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტი? სამინისტროს განმარტება
გაიხსნება თუ არა საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტი? სამინისტროს განმარტება
Sputnik საქართველო
განათლების სამინისტროს ცნობით, რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა. 24.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-24T20:37+0400
2023-07-24T20:37+0400
2023-07-24T23:01+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663432_0:142:2993:1825_1920x0_80_0_0_84a5c396c45a7d956d788c9f29045670.jpg
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის დაფინანსებით იხსნება რუსულ-ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სიმართლეს არ შეესაბამება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ამ დღეებში განაცხადა, რომ ახლა განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი, სადაც სწავლება უფასო იქნება – ყველა ხარჯს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ლორთქიფანიძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალები ცნობილი სექტემბრის ბოლოს იქნება.უწყებაში აგრეთვე აღნიშნეს, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა.საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლებლებისთვის.როგორც სამინისტროში განმარტეს, სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663432_90:0:2757:2000_1920x0_80_0_0_3731b354c4725a090cc2b7cd44ff0e9d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, ახალი ამბები
გაიხსნება თუ არა საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტი? სამინისტროს განმარტება
20:37 24.07.2023 (განახლებულია: 23:01 24.07.2023) განათლების სამინისტროს ცნობით, რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის დაფინანსებით იხსნება რუსულ-ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სიმართლეს არ შეესაბამება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ამ დღეებში განაცხადა, რომ ახლა განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი, სადაც სწავლება უფასო იქნება – ყველა ხარჯს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ლორთქიფანიძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალები ცნობილი სექტემბრის ბოლოს იქნება.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს", – ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში აგრეთვე აღნიშნეს, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა.
„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციის მინიჭების გარეშე არცერთ სასწავლებელს არ აქვს საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება", – აღნიშნულია განცხადებაში.
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლებლებისთვის.
როგორც სამინისტროში განმარტეს, სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.