სააკაშვილი - ქართველი იანუკოვიჩი: მეუფე იაკობი

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2023
გამოწერა
მეუფე იაკობის თქმით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თავი ინდირა განდი ან ნელსონ მანდელა ჰგონია.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. უკრაინა საქართველოსგან ქართველი იანუკოვიჩის გათავისუფლებას მოითხოვს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახით, განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას.
უკრაინის უმაღლესმა რადამ 14 ივლისს მიიღო მიმართვის პროექტი საქართველოს პრეზიდენტისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტებისადმი, სადაც ნათქვამია, რომ ჰუმანიტარული თვალსაზრისით აუცილებელია სააკაშვილის შეწყალება.

„იანუკოვიჩი რომ ჰყავდეთ დაჭერილი, ეტყვიან, იანუკოვიჩი გაუშვიო? აბა, ქართველ იანუკოვიჩზე რატომ გვეუბნებიან, გაუშვით, თორემ ასე და ისეო. იქ არის ერთი იანუკოვიჩი და აქ – მეორე. შეიძლება ამას უფრო მეტი დანაშაული აქვს", – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მღვდელმსახურის თქმით, არავინ ეხვეწება ფრაქცია "სლუგა ნაროდას" თავმჯდომარე დავით არახამიას, ჩაერიოს საქართველოს საქმეებში.
„არახამიაზე ვამბობ, ვინ ეკითხება უკრაინას, ჩვენს საქმეებში ასე რომ ერევა? სააკაშვილია საქართველო?" – განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისი თქმით, ექს-პრეზიდენტი ისე იქცევა, „გეგონება ან ინდირა განდი იყოს, ან ნელსონ მანდელა".
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
თალაკვაძე: სააკაშვილის ბიომასალასთან დაკავშირებული სკანდალი ჩვენს შორის ხიდებს ვერ დაწვავს>>
ამ დღეებში სააკაშვილი პოლონელი ექიმების ჯგუფმა გასინჯა. მათ მასმედიისთვის კომენტარები არ გაუკეთებიათ. „ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ექიმები სრულად დაეთანხმნენ სააკაშვილის მკურნალობის ტაქტიკას და ჩატარებული კვლევების მიზანშეწონილობას.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
პაპუაშვილი: ევროპულმა პოლიტიკურმა ელიტამ თავისი მახინჯი სახე წარმოაჩინა>>
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
პაპუაშვილი: უკრაინას არ აქვს უფლება საქართველოს მორალური პედესტალიდან ესაუბროს>>
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0