წარმოუდგენელი და არადამაჯერებელი: „ოცნების“ რეაქცია კელი დეგნანის განცხადებაზე

© Ministry of Internal Affairs of Georgiaკელი დეგნანი
კელი დეგნანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2023
გამოწერა
დოკუმენტებში, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ამერიკულ ლობისტურ კომპანიებთან თანამშრომლობას ეხება, საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ფიგურირებს.
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. არადამაჯერებელი და წარმოუდგენელია ის, რომ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა არ იცოდა რას აკეთებდა საქართველოში ამერიკული დიპლომატიური მისიის თანამშრომელი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
გასულ კვირაში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მონაცემები საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების Akerman-ისა და GP International-ის საქმიანობის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნიუ-იორკში ვიზიტის დროს იყო გადადგმული ნაბიჯები მასთან შეხვედრის მოსაწყობად, რათა მისგან სააკაშვილის შეწყალებისთვის მიეღწიათ. დოკუმენტებში საკონტაქტო პირად საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ევან ელიოტია მითითებული.

„მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელზე ვსაუბრობთ ამ ქვეყანაში, არადამაჯერებელი და წარმოუდგენელიც შეიძლება დავარქვათ, რომ მისი (დეგნანის) თანამშრომელი რას აკეთებდა, არ იცოდა. თუ სიმართლე არის ის, რომ არ იცნობს, ეს ცუდია, თუ ჩართული იყო და არ იცის, ესეც ცუდია, თუ იცის და ხელს უწყობდა, ესეც ცუდია, სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს ასეთი, შეიძლება მოზომილი, მაგრამ მაინც განცხადების გაკეთება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანამდე დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს არ იცნობს.
სააკაშვილი და მისი ოჯახი ნაქურდალ ფულს დეზინფორმაციაზე ხარჯავენ - დეპუტატი >>
ამასთან, ევან ელიოტი ასევე ფიგურირებს იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებში, სადაც საუბარია სააკაშვილის სამედიცინო შემოწმებისთვის პოლონელი ექიმების ვიზიტის საკითხის განხილვაზე, რომელიც საბოლოო ჯამში სკანდალით დასრულდა.

„არ მინდა ჩვენს ურთიერთობებს რაიმე ზიანი მივაყენო ჩემი რომელიმე ფრაზით, სიტყვით, წინადადებით ან კომენტარით ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ძალიან ცუდია ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში ან იცნობს ამ დოკუმენტს და სიმართლეს არ ამბობს, ან მართლაც არ იცის, რომ მის თანამშრომელთან დაკავშირებით იყო ისეთი ჩართულობის ფაქტი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

დოკუმენტების თანახმად, სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და ა.შ. ინფორმაციას შეიცავს. საუბარია შეკვეთილ სტატიებზეც, რომლებიც დასავლურ მედიასაშუალებებში ქვეყნდებოდა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
„პაიკები ომის პარტიის ხელში" - სუბარი ევროპარლამენტის დეპუტატებზე>>>
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0