კელი დეგნანი: ლობისტების საქმიანობაზე დოკუმენტები არ მინახავს

© US Embassy Tbilisi, Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2023
გამოწერა
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობაზეა საუბარი, არ მინახავს, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.
პაპუაშვილი: ევროპულმა პოლიტიკურმა ელიტამ თავისი მახინჯი სახე წარმოაჩინა>>
ჟურნალისტებმა ელჩს დაუსვეს შეკითხვა: „ადასტურებთ თუ არა აღნიშნულ დოკუმენტებში არსებულ ინფორმაციას, რომ მხარს უჭერდით მიხეილ სააკაშვილის ლობისტებს – შეხვედროდნენ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნის მიზნით და იყავით თუ არა ჩართული ამ პროცესში?“

„მე არ მინახავს ეს დოკუმენტები, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსული სტილის კანონი, რომელიც მარტში ჩააგდეს, ფოკუსირებული იყო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებით მუშაობენ“, — უპასუხა ამერიკელმა დიპლომატმა ჟურნალისტებს.

მანამდე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია გამოქვეყნდა, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და ა.შ. ინფორმაციას შეიცავს. საუბარია შეკვეთილ სტატიებზე, რომლებიც დასავლურ მედიასაშუალებებში ქვეყნდებოდა.
მდინარაძე: სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა ლობისტებს საქართველოს სანქცირება შეუკვეთეს>>
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს დოკუმენტები „ადასტურებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კამპანია ორკესტრირებული და დაფინანსებული იყო“.
ყველა ახალი ამბავი
0