https://sputnik-georgia.com/20230721/------280022038.html
საქართველოში დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონება გრძელდება
საქართველოში დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონება გრძელდება
Sputnik საქართველო
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს. 21.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-21T17:37+0400
2023-07-21T17:37+0400
2023-07-21T22:14+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/08/251410181_0:154:3000:1842_1920x0_80_0_0_0963ba0f1281eb80f76f937f8b42f1a9.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 367 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართს კანონიერ საკუთრებაში გადასცემს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საუბარია ფაქტობრივად დაკავებულ 409 უძრავ ქონებაზე, მათ შორის საცხოვრებელ ბინებზე და როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე. დევნილთათვის ქონება დაკანონდება „სახელმწიფო უძრავი ქონების საკუთრების უფლების უსასყიდლო გადაცემის სახით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.დევნილებისთვის გადასაცემი საცხოვრებელი ფართები მდებარეობს თბილისში, ქუთაისში, ჩხოროწყუში, შიდა ქართლში, თელავში, მცხეთაში, ბორჯომში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, იმერეთში, ბათუმსა და რაჭა-ლეჩხუმში.ბორჯომში დევნილებისთვის საცხოვრებელი შენდება>>>დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/08/251410181_170:0:2831:1996_1920x0_80_0_0_dd270571f33194cd6721d4143007e658.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველოში დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონება გრძელდება
17:37 21.07.2023 (განახლებულია: 22:14 21.07.2023) საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 367 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართს კანონიერ საკუთრებაში გადასცემს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია ფაქტობრივად დაკავებულ 409 უძრავ ქონებაზე, მათ შორის საცხოვრებელ ბინებზე და როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე. დევნილთათვის ქონება დაკანონდება „სახელმწიფო უძრავი ქონების საკუთრების უფლების უსასყიდლო გადაცემის სახით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.
დევნილებისთვის გადასაცემი საცხოვრებელი ფართები მდებარეობს თბილისში, ქუთაისში, ჩხოროწყუში, შიდა ქართლში, თელავში, მცხეთაში, ბორჯომში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, იმერეთში, ბათუმსა და რაჭა-ლეჩხუმში.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.