https://sputnik-georgia.com/20230719/borjomshi-devnilebistvis-sacxovrebeli-shendeba-279746437.html
ბორჯომში დევნილებისთვის საცხოვრებელი შენდება
ბორჯომში დევნილებისთვის საცხოვრებელი შენდება
Sputnik საქართველო
2025 წლის ბოლომდე ჯამში 13.000 დევნილი ოჯახი იქნება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი. 19.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-19T13:37+0400
2023-07-19T13:37+0400
2023-07-19T19:49+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474782_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_277f53b794e7c2a6197deec8d13de64d.jpg
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით ბორჯომში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მშენებლობის პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, მშენებლობის დასრულების შემდეგ დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემა და ბორჯომში დევნილთა კომპაქტური დასახლებების საკითხი სრულად გადაწყდება.დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.პროექტის ფარგლებში 7 ათასზე მეტ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემა, ხოლო 6 ათასი ოჯახი პროგრამა „სოფლად სახლის“ ფარგლებში მიიღებს საცხოვრებელს. ჯამში 2025 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებლით იძულებით გადაადგილებული 13 ათასი ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. პროექტის ბიუჯეტი 900 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.კოდის დევნილთა დასახლების 400-ზე მეტი ოჯახი უფასო ელექტროენერგიით ისარგებლებს>>>იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474782_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_a7d3621293a4f8ba116a1b5fa2d4c91a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ბორჯომში დევნილებისთვის საცხოვრებელი შენდება
13:37 19.07.2023 (განახლებულია: 19:49 19.07.2023) 2025 წლის ბოლომდე ჯამში 13.000 დევნილი ოჯახი იქნება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით ბორჯომში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მშენებლობის პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, მშენებლობის დასრულების შემდეგ დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემა და ბორჯომში დევნილთა კომპაქტური დასახლებების საკითხი სრულად გადაწყდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართით 150 ოჯახი დაკმაყოფილდება. პროექტის ბიუჯეტი 15 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.
პროექტის ფარგლებში 7 ათასზე მეტ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემა, ხოლო 6 ათასი ოჯახი პროგრამა „სოფლად სახლის“ ფარგლებში მიიღებს საცხოვრებელს. ჯამში 2025 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებლით იძულებით გადაადგილებული 13 ათასი ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. პროექტის ბიუჯეტი 900 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.