https://sputnik-georgia.com/20230718/---400-------279683563.html
კოდის დევნილთა დასახლების 400-ზე მეტი ოჯახი უფასო ელექტროენერგიით ისარგებლებს
კოდის დევნილთა დასახლების 400-ზე მეტი ოჯახი უფასო ელექტროენერგიით ისარგებლებს
Sputnik საქართველო
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 18.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-18T17:42+0400
2023-07-18T17:42+0400
2023-07-18T21:16+0400
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკა
ლიეტუვა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23105/26/231052696_0:126:3195:1923_1920x0_80_0_0_022d4b0866ef090049758c396432f461.jpg
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ქვემო ქართლის რეგიონში აშენებული მზის ელექტროსადგური თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კოდის დევნილთა დასახლების 400-ზე მეტ ოჯახს უფასო ელექტროენერგიით უზრუნველყოფს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე 375 კილოვატია. პროექტის ღირებულება 400 ათას ევროზე მეტია. მისი მშენებლობა ერთი წლის წინ ლიეტუვის მთავრობისა და ლიეტუვური კომპანიის მხარდაჭერით დაიწყო.ენერგეტიკის განვითარებაენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების ფონზე ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა ამ სექტორის განვითარების აუცილებლობის თაობაზე.ამასთან დაკავშირებით დაინერგა განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა, მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას მოიცავს.მთავრობა დარგის განვითარების დაჩქარებას გეგმავს, რისთვისაც უახლოეს ორ-სამ წელიწადში 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიცა იქნება მოზიდული.საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება გაიზრდება - პირველი აუქციონის შედეგები>>>პირველი ასეთი აუქციონი უკვე წარმატებით დასრულდა და გამოვლინდა ქარის, მზის და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის 27 გამარჯვებული პროექტი.ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
საქართველო
ლიეტუვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23105/26/231052696_232:0:2963:2048_1920x0_80_0_0_7dc422faee28c2cf1adefb559df701e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ლიეტუვა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ლიეტუვა , საზოგადოება, ახალი ამბები
კოდის დევნილთა დასახლების 400-ზე მეტი ოჯახი უფასო ელექტროენერგიით ისარგებლებს
17:42 18.07.2023 (განახლებულია: 21:16 18.07.2023) ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ქვემო ქართლის რეგიონში აშენებული მზის ელექტროსადგური თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კოდის დევნილთა დასახლების 400-ზე მეტ ოჯახს უფასო ელექტროენერგიით უზრუნველყოფს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე 375 კილოვატია. პროექტის ღირებულება 400 ათას ევროზე მეტია. მისი მშენებლობა ერთი წლის წინ ლიეტუვის მთავრობისა და ლიეტუვური კომპანიის მხარდაჭერით დაიწყო.
„ეს არის განახლებადი ენერგია, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო, და, რაც მთავარია, ეს ენერგია მოსახლეობას სრულიად უფასოდ მიეწოდება", – განაცხადა ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ოთარ ცოტნიაშვილმა.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების ფონზე ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა ამ სექტორის განვითარების აუცილებლობის თაობაზე.
ამასთან დაკავშირებით დაინერგა განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა, მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას მოიცავს.
მთავრობა დარგის განვითარების დაჩქარებას გეგმავს, რისთვისაც უახლოეს ორ-სამ წელიწადში 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიცა იქნება მოზიდული.
პირველი ასეთი აუქციონი უკვე წარმატებით დასრულდა და გამოვლინდა ქარის, მზის და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის 27 გამარჯვებული პროექტი.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.