https://sputnik-georgia.com/20230720/--1-----279953503.html
თორნიკე რიჟვაძე: აჭარას უკვე მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია
თორნიკე რიჟვაძე: აჭარას უკვე მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია
Sputnik საქართველო
აჭარის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, რეგიონში ტურიზმის დინამიკა მთლიანად აღდგენილია. 20.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-20T18:00+0400
2023-07-20T18:00+0400
2023-07-20T21:41+0400
საქართველო
აჭარის მთავრობა
აჭარა
ტურიზმი საქართველოში
ბათუმი
საზოგადოება
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263235589_0:200:1920:1280_1920x0_80_0_0_f6eef988738bf4ed60bc1bf578b5bdf9.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. აჭარის შავი ზღვის რეგიონში ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებით გრძელდება – საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა უკვე 1,2 მილიონს გადააჭარბა, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ავტონომიის მთავრობის სხდომაზე. აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 3-4 ივნისს გაიხსნა. წელს რეგიონში 4 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან. როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, გაიზარდა ტურისტული ნაკადები ყველა სამიზნე ქვეყნიდან. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები გერმანიიდან 12,3%-ით გაიზარდა, ისრაელიდან – 25%-ით, ლატვიიდან – 241,4%-ით, ლიეტუვიდან – 136%-ით, ყაზახეთიდან – 98,7%-ით, დიდი ბრიტანეთიდან – 41,2%-ით, საუდის არაბეთიდან – 31%-ით, თურქეთიდან – 51,1%-ით. „მიმდინარე წარმატებული ტურისტული სეზონის ფონზე იზრდება რეგიონის ეკონომიკა. ასევე მიმდინარე თვის შემოსულობები, გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 30%-ით, რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას მეტი პროექტი განვახორციელოთ და კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ რეგიონის მოსახლეობაზე", – განაცხადა რიჟვაძემ. შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხი შეამოწმეს>>>აჭარის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, რეგიონში ტურიზმის დინამიკა სრულად აღდგენილია – ვიზიტორთა ნაკადები და სტატისტიკა მზარდია როგორც 2022 წელთან, ისე 2019 წელთან შედარებით. მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, გრძელდება აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში. ონლაინ-მარკეტინგული კამპანიები აქტიურად დაიწყო და ხორციელდება 10 ქვეყანაში. გარდა ამისა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გრძელდება ავიარეისების განახლება და დამატება. 31 ივლისს განახლდება ლიეტუვიდან ფრენები კვირაში ორი სიხშირით. ამასთან, გაიზარდა შიდა ფრენების რაოდენობაც, რაც გაამარტივებს ბათუმთან წვდომას როგორ შიდა, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის და, რაც მთავარია, კერძო სექტორს მისცემს საშუალებას, მათი სერვისები და ტურისტული პროდუქტები ავიარეისებს მიუსადაგონ.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263235589_239:247:1608:1274_1920x0_80_0_0_0dfb5781c1571f4ae690e1ba8f41f503.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარის მთავრობა , აჭარა , ტურიზმი საქართველოში, ბათუმი , საზოგადოება, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, აჭარის მთავრობა , აჭარა , ტურიზმი საქართველოში, ბათუმი , საზოგადოება, ეკონომიკა, ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: აჭარას უკვე მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია
18:00 20.07.2023 (განახლებულია: 21:41 20.07.2023) აჭარის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, რეგიონში ტურიზმის დინამიკა მთლიანად აღდგენილია.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. აჭარის შავი ზღვის რეგიონში ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებით გრძელდება – საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა უკვე 1,2 მილიონს გადააჭარბა, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ავტონომიის მთავრობის სხდომაზე.
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 3-4 ივნისს გაიხსნა. წელს რეგიონში 4 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან.
„რეგიონში უკვე განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1,2 მილიონს აღემატება. ტურისტების მსგავსი მასშტაბური რაოდენობა სრულად შეესაბამება სეზონის დასაწყისში არსებულ გეგმებსა და მოლოდინებს", – განაცხადა რიჟვაძემ.
როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, გაიზარდა ტურისტული ნაკადები ყველა სამიზნე ქვეყნიდან. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები გერმანიიდან 12,3%-ით გაიზარდა, ისრაელიდან – 25%-ით, ლატვიიდან – 241,4%-ით, ლიეტუვიდან – 136%-ით, ყაზახეთიდან – 98,7%-ით, დიდი ბრიტანეთიდან – 41,2%-ით, საუდის არაბეთიდან – 31%-ით, თურქეთიდან – 51,1%-ით.
„მიმდინარე წარმატებული ტურისტული სეზონის ფონზე იზრდება რეგიონის ეკონომიკა. ასევე მიმდინარე თვის შემოსულობები, გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 30%-ით, რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას მეტი პროექტი განვახორციელოთ და კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ რეგიონის მოსახლეობაზე", – განაცხადა რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, რეგიონში ტურიზმის დინამიკა სრულად აღდგენილია – ვიზიტორთა ნაკადები და სტატისტიკა მზარდია როგორც 2022 წელთან, ისე 2019 წელთან შედარებით.
მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, გრძელდება აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში. ონლაინ-მარკეტინგული კამპანიები აქტიურად დაიწყო და ხორციელდება 10 ქვეყანაში. გარდა ამისა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გრძელდება ავიარეისების განახლება და დამატება. 31 ივლისს განახლდება ლიეტუვიდან ფრენები კვირაში ორი სიხშირით.
ამასთან, გაიზარდა შიდა ფრენების რაოდენობაც, რაც გაამარტივებს ბათუმთან წვდომას როგორ შიდა, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის და, რაც მთავარია, კერძო სექტორს მისცემს საშუალებას, მათი სერვისები და ტურისტული პროდუქტები ავიარეისებს მიუსადაგონ.