https://sputnik-georgia.com/20230704/savi-zrvis-sanapiroze-wylis-xarisxi-seamowmes-279226944.html
შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხი შეამოწმეს
შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხი შეამოწმეს
Sputnik საქართველო
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხის მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. 04.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-04T13:26+0400
2023-07-04T13:26+0400
2023-07-04T19:40+0400
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23899/71/238997167_0:135:2651:1626_1920x0_80_0_0_562ffe40d66ca0eef347eda98c98a8bb.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ახორციელებს. კვლევების შედეგად ისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები. შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა. აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას. უფრო მეტიც, წყლის ხარისხის მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. სააგენტომ ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები გასულ კვირაში გამოიკვლია. აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ივანე ჩხაიძე: შავ ზღვაში მკვეთრი ცვლილებები შეინიშნება>>უწყების ცნობით, დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე. სააგენტოს განმარტებით, კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები. აჭარის რეგიონში მოწყობილია და ფუქციონირებს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მასშტაბური ადლიის გამწმენდი ნაგებობა, სადაც შავ ზღვაში ჩამდინარე წყლები იწმინდება ქვიშის, ცხიმისა და ნარჩენებისგან. გაწმენდილი წყალი ზღვაში სატუმბი სადგურის მეშვეობით 40 მეტრ სიღრმეზე ჩაედინება. აჭარაში ზღვის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 3-4 ივნისს ტრადიციული ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23899/71/238997167_153:0:2500:1760_1920x0_80_0_0_3cf0eb854cee18c2098c1fde45f6ed0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო
შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხი შეამოწმეს
13:26 04.07.2023 (განახლებულია: 19:40 04.07.2023) საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხის მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ახორციელებს. კვლევების შედეგად ისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები.
შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა. აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას. უფრო მეტიც, წყლის ხარისხის მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.
სააგენტომ ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები გასულ კვირაში გამოიკვლია.
აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
უწყების ცნობით, დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე.
სააგენტოს განმარტებით, კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.
აჭარის რეგიონში მოწყობილია და ფუქციონირებს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მასშტაბური ადლიის გამწმენდი ნაგებობა, სადაც შავ ზღვაში ჩამდინარე წყლები იწმინდება ქვიშის, ცხიმისა და ნარჩენებისგან. გაწმენდილი წყალი ზღვაში სატუმბი სადგურის მეშვეობით 40 მეტრ სიღრმეზე ჩაედინება.
აჭარაში ზღვის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 3-4 ივნისს ტრადიციული ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა.