https://sputnik-georgia.com/20230720/----------279937036.html
ტოქსიკური და სარისკო - დეპუტატი ქართულ პოლიტიკაში კეზერაშვილის მონაწილეობაზე
ტოქსიკური და სარისკო - დეპუტატი ქართულ პოლიტიკაში კეზერაშვილის მონაწილეობაზე
Sputnik საქართველო
აპრილის დასაწყისში კეზერაშვილმა განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პროდასავლურ ფლანგს ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება და ის მათგან ერთ-ერთია. 20.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-20T16:21+0400
2023-07-20T16:21+0400
2023-07-20T20:21+0400
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/15/275978419_0:182:2669:1683_1920x0_80_0_0_96c71a7c21b8fae8c2fe62b0c6b10c0e.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. პოლიტიკაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბიზნესმენისა და ტელეკომპანია „ფორმულის" მფლობელის დავით კეზერაშვილის მონაწილეობა იმდენად ტოქსიკურია, რომ მასთან აფილირება შეიძლება ზიანის მომტანი იყოს ყველა იმ პოლიტიკოსისთვის, ვინც ცდილობს მის ორბიტაზე იტრიალოს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ. მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი წონადი პოლიტიკოსი ახლა ოლიგარქია. მისი თქმით, ფინანსურ და მედიასაშუალებებზე ხელმისაწვდომობის გამო პოლიტიკოსისთვის კეზერაშვილთან თანამშრომლობა შეიძლება იყოს დიდი საცდური, მაგრამ, ამასთან, პოლიტიკური და კეთილსინდისიერების თვალსაზრისით საზოგადოების თვალში რისკის მატარებელი. „კეზერაშვილს ოპოზიცია სჭირდება, რათა საქართველოში ის უფლებამოსილებები დაიბრუნოს, რომელიც ჰქონდა და შესაძლებლობას აძლევდა ის გამხდარიყო, ვინც გახდა. კეზერაშვილს საქართველოში საქმიანობა ამხელა კაპიტალით არ დაუწყია. ის ასეთი პოლიტიკაში ყოფნის შემდეგ გახდა და არსებობს არაერთი ბრალდება, რომელიც ადასტურებს, თუ რა მეთოდებით არის კაპიტალი დაგროვებული", – განაცხადა სარჯველაძემ. ნიკა მელია მერაბიშვილისა და კეზერაშვილის ინტერესების შესახებ>>>აპრილის დასაწყისში კეზერაშვილმა ინტერვიუ მისცა მის მიერ დაარსებულ ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას", სადაც განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პროდასავლურ ფლანგს ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება და ის მათგან ერთ-ერთია. ექს-მინისტრმა დასძინა, რომ ურთიერთობა აქვს „ნაცმოძრაობის" ახალ მენეჯმენტთან და მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში დახმარებისთვის მზადაა. კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან ჯერ კიდევ 2008 წელს წავიდა და არცერთ პარტიაში არ არის გაწევრიანებული, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური და არ შეუძლია თავისი პოზიცია ჰქონდეს. 2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე. ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე "მისტერ ოფშორი" დგას. კეზერაშვილი და „ნაცმოძრაობა" „ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები, რომელსაც კეზერაშვილი და მერაბიშვილი უჭერენ მხარს. ხაბეიშვილმა შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა და მელია თავმჯდომარის პოსტზე ჩაანაცვლა. ამასთან, მელია ამტკიცებს, რომ პარტიას არაფორმალურად კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/15/275978419_343:184:2291:1645_1920x0_80_0_0_f38ede5cbfd08a5e5b273f2879f39f7d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
ტოქსიკური და სარისკო - დეპუტატი ქართულ პოლიტიკაში კეზერაშვილის მონაწილეობაზე
16:21 20.07.2023 (განახლებულია: 20:21 20.07.2023) აპრილის დასაწყისში კეზერაშვილმა განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პროდასავლურ ფლანგს ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება და ის მათგან ერთ-ერთია.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. პოლიტიკაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბიზნესმენისა და ტელეკომპანია „ფორმულის" მფლობელის დავით კეზერაშვილის მონაწილეობა იმდენად ტოქსიკურია, რომ მასთან აფილირება შეიძლება ზიანის მომტანი იყოს ყველა იმ პოლიტიკოსისთვის, ვინც ცდილობს მის ორბიტაზე იტრიალოს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი წონადი პოლიტიკოსი ახლა ოლიგარქია.
„ვფიქრობ, სამწუხაროდ, იგი (კეზერაშვილი) პოლიტიკურ არენაზე ერთ-ერთი მთავარია ფინანსური რესურსების გათვალისწინებით. კეზერაშვილის პოლიტიკაში ჩართვა იმდენად ტოქსიკურია, რომ მასთან აფილირება შეიძლება ძალიან საზიანო იყოს პოლიტიკოსებისთვის", – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, ფინანსურ და მედიასაშუალებებზე ხელმისაწვდომობის გამო პოლიტიკოსისთვის კეზერაშვილთან თანამშრომლობა შეიძლება იყოს დიდი საცდური, მაგრამ, ამასთან, პოლიტიკური და კეთილსინდისიერების თვალსაზრისით საზოგადოების თვალში რისკის მატარებელი.
„კეზერაშვილს ოპოზიცია სჭირდება, რათა საქართველოში ის უფლებამოსილებები დაიბრუნოს, რომელიც ჰქონდა და შესაძლებლობას აძლევდა ის გამხდარიყო, ვინც გახდა. კეზერაშვილს საქართველოში საქმიანობა ამხელა კაპიტალით არ დაუწყია. ის ასეთი პოლიტიკაში ყოფნის შემდეგ გახდა და არსებობს არაერთი ბრალდება, რომელიც ადასტურებს, თუ რა მეთოდებით არის კაპიტალი დაგროვებული", – განაცხადა სარჯველაძემ.
აპრილის დასაწყისში კეზერაშვილმა ინტერვიუ მისცა მის მიერ დაარსებულ ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას", სადაც განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პროდასავლურ ფლანგს ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება და ის მათგან ერთ-ერთია. ექს-მინისტრმა დასძინა, რომ ურთიერთობა აქვს „ნაცმოძრაობის" ახალ მენეჯმენტთან და მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში დახმარებისთვის მზადაა.
კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან ჯერ კიდევ 2008 წელს წავიდა და არცერთ პარტიაში არ არის გაწევრიანებული, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური და არ შეუძლია თავისი პოზიცია ჰქონდეს.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე "მისტერ ოფშორი" დგას.
კეზერაშვილი და „ნაცმოძრაობა"
„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები, რომელსაც კეზერაშვილი და მერაბიშვილი უჭერენ მხარს. ხაბეიშვილმა შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა და მელია თავმჯდომარის პოსტზე ჩაანაცვლა. ამასთან, მელია ამტკიცებს, რომ პარტიას არაფორმალურად კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.