https://sputnik-georgia.com/20230719/----------279767222.html
მდინარაძე: პოლონეთს სააკაშვილის ბიომასალის ფარულად გატანის ცდაზე სათქმელი არაფერი აქვს
მდინარაძე: პოლონეთს სააკაშვილის ბიომასალის ფარულად გატანის ცდაზე სათქმელი არაფერი აქვს
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. პოლონეთის მხარეს არაფერი აქვს სათქმელი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიომასალის ფარულად გატანის მცდელობის... 19.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-19T19:55+0400
2023-07-19T19:55+0400
2023-07-19T22:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
მიხეილ სააკაშვილი
პოლონეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260567498_0:0:3014:1696_1920x0_80_0_0_b6968a622eef9b50c67e0fe86d5cef83.jpg
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. პოლონეთის მხარეს არაფერი აქვს სათქმელი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიომასალის ფარულად გატანის მცდელობის ფაქტზე, რადგან ის აპელირებს, რამდენად რელევანტური იყო მედიკოსის ჩხრეკის კადრების გამოქვეყნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიომასალასთან დაკავშირებული ინციდენტის კონტექსტში პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გაუთვალისწინებელი ინციდენტი იყო.მდინარაძის თქმით, ინციდენტის კადრები რომ არ გამოქვეყნებულიყო, შემდეგ გაჩნდებოდა კითხვები, თუ რატომ არ მიეწოდა შესაბამისი ინფორმაცია საზოგადოებას.სააკაშვილის ბიომასალასთან დაკავშირებული სკანდალი - პოლონეთის საგარეო უწყების კომენტარი >>ბიოლოგიური ნიმუშის ფარული აღება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ყალბი დასკვნის გაკეთებისთვის სჭირდებოდათ, მიაჩნია მდინარაძეს.„განცხადება არ წამიკითხავს, მაგრამ თქვენ რაც წამიკითხეთ, იქიდან არ იკითხება სინანული და ძალიან სამწუხარო ფაქტის აღიარება, რომელიც, რომ არ გამოქვეყნებულიყო, რამდენიმე დღეში ყალბი დასკვნა გვექნებოდა, რომლის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ იარსებებდა. შემდეგ თქვენ მკითხავდით, თუ ასეთი ფაქტი მოხდა, რატომ არ გამოაქვეყნეთ, არ უთხარით საზოგადოებასო“, – განაცხადა მდინარაძემ.ყალბი დასკვნის შემთხვევაში მთელი მსოფლიო გაიგებდა, თითქოს სააკაშვილი მოწამლულია, ხოლო თავად პოლონელი ექიმი ამაში ჩართული კი არა, შემოქმედი იყო, როგორ უნდა გაყალბებულიყო დასკვნა, რაზეც ვერავინ იკამათებს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.მისი თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აქცენტი მთავარი ამბიდან სულ სხვა მხარესაა გადატანილი.თუმცაღა, პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ არც სააკაშვილის ბიომასალასთან დაკავშირებული ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე.14 ივლისს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით საელჩოს პოზიციის მოსმენის თხოვნით მიმართა. მინისტრის თქმით, ექიმების ჩამოსვლის პროცესში ჩართული იყო პოლონეთის საელჩო, რომელმაც მათ რეკომენდაცია გაუწია. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, პოლონელმა ექიმმა თავადვე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუში წინდაში ჩაიდო.სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს რამდენიმე ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი იხდის ფეხსაცმელს და იქიდან ქაღალდის მომცრო შეკვრას იღებს.რატომ დასჭირდა პოლონელ ექიმს სააკაშვილის ბიომასალა - კალაძის აზრი >>ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს მარიუშ პიეტრ ჟაკს შეხვდნენ. სამინისტროში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი ექიმის საქციელი, რომელიც თბილისში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესამოწმებლად ჩამოსულ პოლონეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა, იწვევს გაუგებრობას და შეშფოთებას, ასევე მთელ პროცესს ნდობას უკარგავს.საპასუხოდ პოლონელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რით იყო გამოწვეული ექიმის მსგავსი საქციელი.სააკაშვილი საქართველოშიდაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით წინა კვირაში იმყოფებოდა. კლინიკის დატოვების შემდეგ მათ მასმედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.ვითარება სააკაშვილის ირგვლივ - იუსტიციის სამინისტრო პოლონეთის ელჩისგან განმარტებას ელოდება>>>სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260567498_283:0:3014:2048_1920x0_80_0_0_d044f53fd02e00e7e741e14ad1ecd721.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , მიხეილ სააკაშვილი , პოლონეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , მიხეილ სააკაშვილი , პოლონეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. პოლონეთის მხარეს არაფერი აქვს სათქმელი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიომასალის ფარულად გატანის მცდელობის ფაქტზე, რადგან ის აპელირებს, რამდენად რელევანტური იყო მედიკოსის ჩხრეკის კადრების გამოქვეყნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიომასალასთან დაკავშირებული ინციდენტის კონტექსტში პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გაუთვალისწინებელი ინციდენტი იყო.
„პოლონური მხარე დისკუსიაში შემოვიდა, მაგრამ როცა ამ დისკუსიას მხარეები ჰყავს, ჰყავს მართალი მხარეც. სამწუხაროდ, პოლონური მხარე აპელირებს, რამდენად რელევანტური, კანონიერი და თანამშრომლობის გათვალისწინებით იყო გამოქვეყნებული კადრები. ეს ნიშნავს, რომ თავად ფაქტზე სათქმელი არაფერი აქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ინციდენტის კადრები რომ არ გამოქვეყნებულიყო, შემდეგ გაჩნდებოდა კითხვები, თუ რატომ არ მიეწოდა შესაბამისი ინფორმაცია საზოგადოებას.
ბიოლოგიური ნიმუშის ფარული აღება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ყალბი დასკვნის გაკეთებისთვის სჭირდებოდათ, მიაჩნია მდინარაძეს.
„განცხადება არ წამიკითხავს, მაგრამ თქვენ რაც წამიკითხეთ, იქიდან არ იკითხება სინანული და ძალიან სამწუხარო ფაქტის აღიარება, რომელიც, რომ არ გამოქვეყნებულიყო, რამდენიმე დღეში ყალბი დასკვნა გვექნებოდა, რომლის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ იარსებებდა. შემდეგ თქვენ მკითხავდით, თუ ასეთი ფაქტი მოხდა, რატომ არ გამოაქვეყნეთ, არ უთხარით საზოგადოებასო“, – განაცხადა მდინარაძემ.
ყალბი დასკვნის შემთხვევაში მთელი მსოფლიო გაიგებდა, თითქოს სააკაშვილი მოწამლულია, ხოლო თავად პოლონელი ექიმი ამაში ჩართული კი არა, შემოქმედი იყო, როგორ უნდა გაყალბებულიყო დასკვნა, რაზეც ვერავინ იკამათებს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„თავად ფაქტი არის ძალიან ცუდი და მიზნად ისახავდა გაყალბებას. სააკაშვილს მოწამვლის არანაირი ნიშანი არ აქვს და ამის გაყალბებას ცდილობდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აქცენტი მთავარი ამბიდან სულ სხვა მხარესაა გადატანილი.
თუმცაღა, პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ არც სააკაშვილის ბიომასალასთან დაკავშირებული ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე.
14 ივლისს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით საელჩოს პოზიციის მოსმენის თხოვნით მიმართა. მინისტრის თქმით, ექიმების ჩამოსვლის პროცესში ჩართული იყო პოლონეთის საელჩო, რომელმაც მათ რეკომენდაცია გაუწია. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, პოლონელმა ექიმმა თავადვე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუში წინდაში ჩაიდო.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს რამდენიმე ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი იხდის ფეხსაცმელს და იქიდან ქაღალდის მომცრო შეკვრას იღებს.
ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს მარიუშ პიეტრ ჟაკს შეხვდნენ. სამინისტროში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი ექიმის საქციელი, რომელიც თბილისში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესამოწმებლად ჩამოსულ პოლონეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა, იწვევს გაუგებრობას და შეშფოთებას, ასევე მთელ პროცესს ნდობას უკარგავს.
საპასუხოდ პოლონელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რით იყო გამოწვეული ექიმის მსგავსი საქციელი.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით წინა კვირაში იმყოფებოდა. კლინიკის დატოვების შემდეგ მათ მასმედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.