https://sputnik-georgia.com/20230717/----------279635483.html
რატომ დასჭირდა პოლონელ ექიმს სააკაშვილის ბიომასალა - კალაძის აზრი
რატომ დასჭირდა პოლონელ ექიმს სააკაშვილის ბიომასალა - კალაძის აზრი
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. პოლონელი ექიმის მონაწილეობით ინციდენტი, დიდი ალბათობით, დაკავშირებულია საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარკვეული... 17.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-17T17:50+0400
2023-07-17T17:50+0400
2023-08-21T11:46+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლონეთი
პოლიტიკა
კახა კალაძე
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280825011_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_c454a1053cda83db87acf07d40b3f98e.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. პოლონელი ექიმის მონაწილეობით ინციდენტი, დიდი ალბათობით, დაკავშირებულია საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარკვეული ანალიზების გაყალბების მცდელობასთან, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.კლინიკა „ვივამედში" მომხდარი ინციდენტის გამო, სადაც სააკაშვილი მკურნალობის კურსს გადის, პოლონელი ექიმების ჯგუფი სკანდალში გაეხვა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 12 ივლისს კლინიკაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისას ერთ-ერთი პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ბიომასალის ფეხსაცმლით ფარულად გატანას შეეცადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარეს.სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სიტუაცია, რომელსაც საზოგადოება რამდენიმე თვეა აკვირდება, სიცრუეა, აღნიშნა პოლიტიკოსმა.იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით საელჩოს პოზიციის მოსმენის თხოვნით მიმართა. მინისტრის თქმით, ექიმების ჩამოსვლის პროცესში ჩართული იყო პოლონეთის საელჩო, რომელმაც მათ რეკომენდაცია გაუწია. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, პოლონელმა ექიმმა თავადვე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუში წინდაში ჩაიდო.ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი დარჩიაშვილმა პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელ მარიუშ პიეტრ ჟაკთან შეხვედრა გამართა, რომელიც უწყებაში სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გატანის მცდელობასთან დაკავშირებით განმარტებებისთვის იყო დაბარებული. პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საგარეო უწყება უკომენტაროდ დატოვა>>>როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, სააკაშვილის გამოსაკვლევად თბილისში ჩამოსული პოლონეთის დელეგაციის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი იწვევს გაუგებრობას და შეშფოთებას და ასევე სანდოობას უკარგავს მთელ პროცესს.პასუხად პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული, თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მხრიდან მსგავსი საქციელი.ამჟამად საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკევიჩი სამშობლოში იმყოფება, ამიტომაც საგარეო უწყებაში მისი მოადგილე მივიდა.სააკაშვილი საქართველოშიდაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით წინა კვირაში იმყოფებოდა. კლინიკის დატოვების შემდეგ მათ მასმედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.სკანდალის თემა სააკაშვილის ბიომასალა: საგარეო უწყების პოზიცია და პოლონეთის საელჩოს პასუხი>>>სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280825011_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_8fdba19b8bccf4318649ecf107ef92b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლონეთი , პოლიტიკა, კახა კალაძე , ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლონეთი , პოლიტიკა, კახა კალაძე , ქართული ოცნება , ახალი ამბები
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. პოლონელი ექიმის მონაწილეობით ინციდენტი, დიდი ალბათობით, დაკავშირებულია საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარკვეული ანალიზების გაყალბების მცდელობასთან, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კლინიკა „ვივამედში" მომხდარი ინციდენტის გამო, სადაც სააკაშვილი მკურნალობის კურსს გადის, პოლონელი ექიმების ჯგუფი სკანდალში გაეხვა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 12 ივლისს კლინიკაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისას ერთ-ერთი პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ბიომასალის ფეხსაცმლით ფარულად გატანას შეეცადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარეს.
„ალბათ გარკვეული მტკიცებულებების გაყალბება უნდოდათ და ამისთვის ყველაფერი გააკეთეს, შემდგომში ამაზე გარკვეულ კამპანიას ააწყობდნენ", – განაცხადა კალაძემ.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სიტუაცია, რომელსაც საზოგადოება რამდენიმე თვეა აკვირდება, სიცრუეა, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„უკვე რამდენიმე თვეა ამ სიბინძურეს ვუყურებთ, რაც ძალიან ცუდია. ის, რაც სააკაშვილის თემის ირგვლივ ხდება, ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუეა – სააკაშვილის „მოწამვლით" დაწყებული და მისი „სიკვდილით" დამთავრებული", – განაცხადა კალაძემ.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით საელჩოს პოზიციის მოსმენის თხოვნით მიმართა. მინისტრის თქმით, ექიმების ჩამოსვლის პროცესში ჩართული იყო პოლონეთის საელჩო, რომელმაც მათ რეკომენდაცია გაუწია. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, პოლონელმა ექიმმა თავადვე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუში წინდაში ჩაიდო.
ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი დარჩიაშვილმა პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელ მარიუშ პიეტრ ჟაკთან შეხვედრა გამართა, რომელიც უწყებაში სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გატანის მცდელობასთან დაკავშირებით განმარტებებისთვის იყო დაბარებული.
როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, სააკაშვილის გამოსაკვლევად თბილისში ჩამოსული პოლონეთის დელეგაციის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი იწვევს გაუგებრობას და შეშფოთებას და ასევე სანდოობას უკარგავს მთელ პროცესს.
პასუხად პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული, თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მხრიდან მსგავსი საქციელი.
ამჟამად საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკევიჩი სამშობლოში იმყოფება, ამიტომაც საგარეო უწყებაში მისი მოადგილე მივიდა.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით წინა კვირაში იმყოფებოდა. კლინიკის დატოვების შემდეგ მათ მასმედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.