https://sputnik-georgia.com/20230719/----------279756967.html
სააკაშვილის ბიომასალასთან დაკავშირებული სკანდალი - პოლონეთის საგარეო უწყების კომენტარი
სააკაშვილის ბიომასალასთან დაკავშირებული სკანდალი - პოლონეთის საგარეო უწყების კომენტარი
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიომასალასთან დაკავშირებული ინციდენტის კონტექსტში პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის... 19.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-19T18:20+0400
2023-07-19T18:20+0400
2023-07-19T22:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
პოლონეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/12/272275860_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_fbcb733b4f99d2aaa12ae35664b251ff.jpg
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიომასალასთან დაკავშირებული ინციდენტის კონტექსტში პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გაუთვალისწინებელი ინციდენტი იყო, ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 12 ივლისს კლინიკა „ვივამედში" სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისას ერთ-ერთი პოლონელი ექიმი ფეხსაცმლით ფარულად მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას შეეცადა. საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა მარიუშ პიეტრ ჟაკმა, რომელიც პოლონელი ექიმის მიერ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გატანის მცდელობასთან დაკავშირებით ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში 17 ივლისს განმარტებებისთვის იყო დაბარებული, შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.აღნიშნულია, რომ პოლონელი ექიმები საქართველოში სააკაშვილის დასახმარებლად ჩამოვიდნენ.როგორც პოლონეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ინციდენტი და მისი გამოაშკარავება სააკაშვილის მდგომარეობის შეფასებაზე გავლენას არ მოახდენს.„პოლონური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე“, – ნათქვამია პოლონური საგარეო უწყების განცხადებაში.პოლონური მხარე იმედოვნებს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის უცვლელად გაგრძელებას და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი მოქმედებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დახმარებას, აღნიშნულია განცხადებაში.გარდა ამისა, პოლონური მხარე აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას და კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ პოლონელ ექიმებს მიეცათ ყოფილი პრეზიდენტის მონახულებისა და გასინჯვის შესაძლებლობა და აქვე ხაზს უსვამს ქართველი ექიმების სრულ ჩართულობას მისი მკურნალობის პროცესში.14 ივლისს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით საელჩოს პოზიციის მოსმენის თხოვნით მიმართა. მინისტრის თქმით, ექიმების ჩამოსვლის პროცესში ჩართული იყო პოლონეთის საელჩო, რომელმაც მათ რეკომენდაცია გაუწია. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, პოლონელმა ექიმმა თავადვე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუში წინდაში ჩაიდო.სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს რამდენიმე ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი იხდის ფეხსაცმელს და იქიდან ქაღალდის მომცრო შეკვრას იღებს.რატომ დასჭირდა პოლონელ ექიმს სააკაშვილის ბიომასალა - კალაძის აზრი >>ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს მარიუშ პიეტრ ჟაკს შეხვდნენ. სამინისტროში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი ექიმის საქციელი, რომელიც თბილისში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესამოწმებლად ჩამოსულ პოლონეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა, იწვევს გაუგებრობას და შეშფოთებას, ასევე მთელ პროცესს ნდობას უკარგავს.საპასუხოდ პოლონელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რით იყო გამოწვეული ექიმის მსგავსი საქციელი.სააკაშვილი საქართველოშიდაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით წინა კვირაში იმყოფებოდა. კლინიკის დატოვების შემდეგ მათ მასმედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.ვითარება სააკაშვილის ირგვლივ - იუსტიციის სამინისტრო პოლონეთის ელჩისგან განმარტებას ელოდება>>>სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/12/272275860_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_0f518c98fedb91c12984f1b1155cbcec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , პოლონეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , პოლონეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიომასალასთან დაკავშირებული ინციდენტის კონტექსტში პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გაუთვალისწინებელი ინციდენტი იყო, ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 12 ივლისს კლინიკა „ვივამედში" სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისას ერთ-ერთი პოლონელი ექიმი ფეხსაცმლით ფარულად მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას შეეცადა. საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა მარიუშ პიეტრ ჟაკმა, რომელიც პოლონელი ექიმის მიერ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გატანის მცდელობასთან დაკავშირებით ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში 17 ივლისს განმარტებებისთვის იყო დაბარებული, შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.
„მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რაც დაუყოვნებლივ გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას. ამ კონტექსტში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს“, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ პოლონელი ექიმები საქართველოში სააკაშვილის დასახმარებლად ჩამოვიდნენ.
როგორც პოლონეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ინციდენტი და მისი გამოაშკარავება სააკაშვილის მდგომარეობის შეფასებაზე გავლენას არ მოახდენს.
„პოლონური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე“, – ნათქვამია პოლონური საგარეო უწყების განცხადებაში.
პოლონური მხარე იმედოვნებს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის უცვლელად გაგრძელებას და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი მოქმედებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დახმარებას, აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, პოლონური მხარე აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას და კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ პოლონელ ექიმებს მიეცათ ყოფილი პრეზიდენტის მონახულებისა და გასინჯვის შესაძლებლობა და აქვე ხაზს უსვამს ქართველი ექიმების სრულ ჩართულობას მისი მკურნალობის პროცესში.
14 ივლისს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით საელჩოს პოზიციის მოსმენის თხოვნით მიმართა. მინისტრის თქმით, ექიმების ჩამოსვლის პროცესში ჩართული იყო პოლონეთის საელჩო, რომელმაც მათ რეკომენდაცია გაუწია. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, პოლონელმა ექიმმა თავადვე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუში წინდაში ჩაიდო.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს რამდენიმე ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი იხდის ფეხსაცმელს და იქიდან ქაღალდის მომცრო შეკვრას იღებს.
ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს მარიუშ პიეტრ ჟაკს შეხვდნენ. სამინისტროში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი ექიმის საქციელი, რომელიც თბილისში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესამოწმებლად ჩამოსულ პოლონეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა, იწვევს გაუგებრობას და შეშფოთებას, ასევე მთელ პროცესს ნდობას უკარგავს.
საპასუხოდ პოლონელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რით იყო გამოწვეული ექიმის მსგავსი საქციელი.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით წინა კვირაში იმყოფებოდა. კლინიკის დატოვების შემდეგ მათ მასმედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.