https://sputnik-georgia.com/20230717/--------279640682.html
ქვრივიშვილი: საქართველოში ტურიზმი ხელისუფლების სწორი სტრატეგიის შესაბამისად ვითარდება
ქვრივიშვილი: საქართველოში ტურიზმი ხელისუფლების სწორი სტრატეგიის შესაბამისად ვითარდება
Sputnik საქართველო
საქართველოს ავიაბაზარზე 50-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც პირდაპირ რეისებს 60-მდე მიმართულებით ახორციელებენ. 17.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-17T19:36+0400
2023-07-17T19:36+0400
2023-07-17T22:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/14/268688971_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_88e7155c5368655f885adbb0f0e60b0d.jpg
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. მთავრობის სწორი სტრატეგიის შესაბამისად, საქართველოს ტურისტული და საავიაციო ინდუსტრიები ვითარდება და ძლიერდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75,9%-ით გაიზარდა და 2,8 მილიონზე მეტი შეადგინა. საქართველომ იანვარ-ივნისში 2019 წლის მაჩვენებლები 74%-ით აღადგინა.როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოს ავიაბაზარზე 50-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს 60-მდე პირდაპირი მიმართულებით, რაც საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს.„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვცდილობთ ფაქტობრივად ყოველთვიურად გავზარდოთ გამტარუნარიანობა და პირდაპირი კავშირი ჩვენთვის სტრატეგიულ, სამიზნე – ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რათა ქვეყანაში კიდევ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.მისი თქმით, 2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მონაცემები 100%-ით აღდგა და პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა.როგორ გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი საქართველოში - საინვესტიციო კომპანიის ვერსია >>>კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც 2021 წლიდან თანდათან აღდგენა დაიწყო.მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარ-დეკემბერში. 2023 წლის დასაწყისში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმა, 2019 წელთან შედარებით, 58% შეადგინა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ 2023 წელს ეს რეკორდი მოიხსნება.გასულ წელს საქართველომ 2019 წლის რეკორდის მოხსნა მხოლოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით შეძლო – ქვეყანამ ტურიზმზე გამოიმუშავა 3,5 მლრდ დოლარზე მეტი (7,6%-ით მეტი, ვიდრე 2019 წელს).ქვეყნის ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურებიდან 2023 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 102%-ით გაიზარდა და 795,4 მილიონი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის პირველი კვარტლის შემოსავალი 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს 37,5%-ით აღემატება.საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს — 266,4 მილიონი აშშ დოლარი (ოთხჯერ მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/14/268688971_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_73ae03da0e1ef7a36f1c1c137b28983d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობა
ქვრივიშვილი: საქართველოში ტურიზმი ხელისუფლების სწორი სტრატეგიის შესაბამისად ვითარდება
19:36 17.07.2023 (განახლებულია: 22:40 17.07.2023) საქართველოს ავიაბაზარზე 50-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც პირდაპირ რეისებს 60-მდე მიმართულებით ახორციელებენ.
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. მთავრობის სწორი სტრატეგიის შესაბამისად, საქართველოს ტურისტული და საავიაციო ინდუსტრიები ვითარდება და ძლიერდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75,9%-ით გაიზარდა და 2,8 მილიონზე მეტი შეადგინა. საქართველომ იანვარ-ივნისში 2019 წლის მაჩვენებლები 74%-ით აღადგინა.
„საქართველოს მთავრობის სწორი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია ვითარდება, ძლიერდება და ძალიან სწრაფი ტემპებით უბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს“, – განუცხადა ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოს ავიაბაზარზე 50-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს 60-მდე პირდაპირი მიმართულებით, რაც საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვცდილობთ ფაქტობრივად ყოველთვიურად გავზარდოთ გამტარუნარიანობა და პირდაპირი კავშირი ჩვენთვის სტრატეგიულ, სამიზნე – ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რათა ქვეყანაში კიდევ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, 2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მონაცემები 100%-ით აღდგა და პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა.
კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც 2021 წლიდან თანდათან აღდგენა დაიწყო.
მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარ-დეკემბერში. 2023 წლის დასაწყისში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმა, 2019 წელთან შედარებით, 58% შეადგინა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ 2023 წელს ეს რეკორდი მოიხსნება.
გასულ წელს საქართველომ 2019 წლის რეკორდის მოხსნა მხოლოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით შეძლო – ქვეყანამ ტურიზმზე გამოიმუშავა 3,5 მლრდ დოლარზე მეტი (7,6%-ით მეტი, ვიდრე 2019 წელს).
ქვეყნის ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურებიდან 2023 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 102%-ით გაიზარდა და 795,4 მილიონი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის პირველი კვარტლის შემოსავალი 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს 37,5%-ით აღემატება.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს — 266,4 მილიონი აშშ დოლარი (ოთხჯერ მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში).