https://sputnik-georgia.com/20230710/-----------279438100.html
როგორ გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი საქართველოში - საინვესტიციო კომპანიის ვერსია
როგორ გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი საქართველოში - საინვესტიციო კომპანიის ვერსია
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 16%-ით გაიზარდა. 10.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-10T19:24+0400
2023-07-10T19:24+0400
2023-07-10T23:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271815897_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_154a3db8097b263a8a9547dcd86df146.jpg
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლებმა საქართველოში 1,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდთან შედარებით 48,8%-ით მეტია, ნათქვამია საინვეტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.კომპანიის ანალიტიკოსების შეფასებით, 2023 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიური 16%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.ქვეყნის ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურებიდან 2023 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 102%-ით გაიზარდა და 795,4 მილიონი დოლარი შეადგინა.გარდა ამისა, 2023 წლის პირველი კვარტლის შემოსავალი 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს 37,5%-ით აღემატება.საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს — 266,4 მილიონი აშშ დოლარი (ოთხჯერ მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში).კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო.ზღვაზე დასვენება უკეთესი გახდება - აჭარა ტურისტების მომსახურების ხარისხს აუმჯობესებს >>მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარ-დეკემბერში. 2023 წლის დასაწყისში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმა, 2019 წელთან შედარებით, 58% შეადგინა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ 2023 წელს ეს რეკორდი მოიხსნება.გასულ წელს საქართველომ 2019 წლის რეკორდის მოხსნა მხოლოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით შეძლო – ქვეყანამ ტურიზმზე გამოიმუშავა 3,5 მლრდ დოლარზე მეტი (7,6%-ით მეტი ვიდრე 2019 წელს).წყარო - Galt&Taggart
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271815897_175:0:2904:2047_1920x0_80_0_0_5dc806d7d583253dbdd7ddf4f76fba1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
როგორ გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი საქართველოში - საინვესტიციო კომპანიის ვერსია
19:24 10.07.2023 (განახლებულია: 23:00 10.07.2023) მიმდინარე წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 16%-ით გაიზარდა.
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლებმა საქართველოში 1,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდთან შედარებით 48,8%-ით მეტია, ნათქვამია საინვეტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.
კომპანიის ანალიტიკოსების შეფასებით, 2023 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიური 16%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ქვეყნის ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურებიდან 2023 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 102%-ით გაიზარდა და 795,4 მილიონი დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, 2023 წლის პირველი კვარტლის შემოსავალი 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს 37,5%-ით აღემატება.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს — 266,4 მილიონი აშშ დოლარი (ოთხჯერ მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში).
კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო.
მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარ-დეკემბერში. 2023 წლის დასაწყისში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმა, 2019 წელთან შედარებით, 58% შეადგინა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ 2023 წელს ეს რეკორდი მოიხსნება.
გასულ წელს საქართველომ 2019 წლის რეკორდის მოხსნა მხოლოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით შეძლო – ქვეყანამ ტურიზმზე გამოიმუშავა 3,5 მლრდ დოლარზე მეტი (7,6%-ით მეტი ვიდრე 2019 წელს).