ზღვაზე დასვენება უკეთესი გახდება - აჭარა ტურისტების მომსახურების ხარისხს აუმჯობესებს

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის პლაჟი
ბათუმის პლაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2023
გამოწერა
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სისტემატურად ატარებს ტრენინგებს ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად აჭარაში ტურიზმის სექტორის ათასამდე თანამშრომელი გადამზადდა.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, კვალიფიკაციის ასამაღლებელი მსგავსი კურსები ყოველწლიურად ტარდება. იმართება სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები და მასტერ-კლასები გიდებისთვის, ტურისტული სააგენტოებისთვის, სასტუმროებისთვისა და რესტორნებისთვის.
გარდა ამისა, შექმნილია ონლაინ პორტალი serviceajara.ge, რომელზეც განთავსებულია ტურიზმის დეპარტამენტის ტრენინგების კალენდარი, ასევე ვიდეოგაკვეთილები და სახელმძღვანელოები სექტორში დასაქმებულებისთვის.
მიმდინარე წლის მარტი-მაისის პერიოდში ტურიზმის სექტორში დასაქმებული 445 ადამიანი გადამზადდა, ასევე ტურისტული სერვისების, სტანდარტების, კულინარიის, ტრადიციების და ტურისტული პროდუქტების შესახებ პრეზენტაციები ჩაუტარდა ტურიზმის სექტორის 200-ზე მეტ წარმომადგენელს.
© photo: Sputnik / Stringerხედი ბათუმის პლაჟზე
Вид с верху на Батумский пляж и море - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2023
ხედი ბათუმის პლაჟზე
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი დაიწყო. ზაფხულის სეზონი ოფიციალურად 3-4 ივნისს გაიხსნა.
ტურისტულ სიახლეებს შორის, რომლითაც აჭარა ზაფხულის სეზონს ხვდება, არის ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონები კაპნისთავში და უჩხოში, სამთო-საველოსიპედე ბილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული ბანაკები და საპიკნიკო ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორში, ჩირუხსა და კაპნისთავში. გარდა ამისა, გაჩნდა 25 მარკირებული ტურისტული მარშრუტი.
მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. 2022 წელს აჭარას 3.909.094 ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი ეწვია. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა საქართველოში სულ 3,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის პროგნოზით, წელს ავტონომიაში 4 მილიონზე მეტი ვიზიტორის სტუმრობაა მოსალოდნელი.
ყველა ახალი ამბავი
0