https://sputnik-georgia.com/20230715/--------279608188.html
სააკაშვილის ბიომასალასთან დაკავშირებული სკანდალი: ზურაბ ჩხაიძის პირველი კომენტარი
სააკაშვილის ბიომასალასთან დაკავშირებული სკანდალი: ზურაბ ჩხაიძის პირველი კომენტარი
Sputnik საქართველო
ბიომასალის მალული გატანის მცდელობის გარდა, პოლონელმა ექიმებმა ქართველი ექიმების თანდასწრებით აღებული და სათანადოდ დალუქული ბიომასალები მაინც წაიღეს. 15.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-15T21:27+0400
2023-07-15T21:27+0400
2023-07-15T23:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
პოლონეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/06/251943624_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_44fd8db5748797ddc700fc16088ae314.jpg
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. პოლონელმა ექიმებმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზამიდან ბიომასალის აღებისას რეგლამენტი დაარღვიეს, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 12 ივლისს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისას, ერთ-ერთი პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლით ფარულად გატანას შეეცადა. იუსტიციის სამინისტრო პოლონეთის საელჩოსგან განმარტებას ელოდება.მანამდე კლინიკაში განაცხადეს, რომ ბიომასალის მალული გატანის მცდელობის გარდა, პოლონელმა ექიმებმა ქართველი ექიმების თანდასწრებით აღებული და სათანადოდ დალუქული მასალები მაინც წაიღეს.ვითარების კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პოლონელი ექიმის საქციელი დაკავშირებულია პოლონეთის საარჩევნო კამპანიასთან და განაცხადა, რომ პოლონელმა ექიმებმა თავიანთი საქციელით პროცესის დისკრედიტაცია მოახდინეს.იმავდროულად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ პოლონელ ექიმებს სააკაშვილის კვლევის შედეგების გაყალბება სურდათ და აღნიშნა, რომ პოლონეთის ხელისუფლებას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს.სააკაშვილი საქართველოში2021 წლის 1 ოქტომბრიდან, დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ კი – კლინიკა „ვივამედში". სააკაშვილს მკურნალობენ კახექსიაზე, რომელიც არასაკმარისი კვებით არის გამოწვეული.პრემიერი სააკაშვილის ნიმუშების დამალვაზე: პოლონელმა ექიმებმა თვითდისკრედიტაცია მოახდინეს >>პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით მიმდინარე კვირაში იმყოფებოდა. მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.სააკაშვილის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.ბრეგაძე: პაციენტის ნიმუშის აღების შემდეგ ის უნდა დაილუქოს, და არ უნდა განთავსდეს წინდაში >>კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/06/251943624_133:0:2266:1600_1920x0_80_0_0_15b52a697969e193e304d43e1369c263.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, პოლონეთი
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, პოლონეთი
სააკაშვილის ბიომასალასთან დაკავშირებული სკანდალი: ზურაბ ჩხაიძის პირველი კომენტარი
21:27 15.07.2023 (განახლებულია: 23:18 15.07.2023) ბიომასალის მალული გატანის მცდელობის გარდა, პოლონელმა ექიმებმა ქართველი ექიმების თანდასწრებით აღებული და სათანადოდ დალუქული ბიომასალები მაინც წაიღეს.
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. პოლონელმა ექიმებმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზამიდან ბიომასალის აღებისას რეგლამენტი დაარღვიეს, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 12 ივლისს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისას, ერთ-ერთი პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლით ფარულად გატანას შეეცადა. იუსტიციის სამინისტრო პოლონეთის საელჩოსგან განმარტებას ელოდება.
„დაირღვა ის, რომ არალეგალურად და არაოფიციალურად აიღო ბიოლოგიური მასალა. ამისთვის აუცილებელია პაციენტის ოფიციალური თანხმობა, ასევე პენიტენციური სამსახურისა და კლინიკის თანხმობა. ნებისმიერი შემომსვლელი ინფორმირებულია, როგორ უნდა მოიქცეს. წინდაში რომ არ უნდა ჩაედო არაფერი, ამას ტრენინგი სჭირდება?“ - განაცხადა ჩხაიძემ.
მანამდე კლინიკაში განაცხადეს, რომ ბიომასალის მალული გატანის მცდელობის გარდა, პოლონელმა ექიმებმა ქართველი ექიმების თანდასწრებით აღებული და სათანადოდ დალუქული მასალები მაინც წაიღეს.
ვითარების კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პოლონელი ექიმის საქციელი დაკავშირებულია პოლონეთის საარჩევნო კამპანიასთან და განაცხადა, რომ პოლონელმა ექიმებმა თავიანთი საქციელით პროცესის დისკრედიტაცია მოახდინეს.
იმავდროულად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ პოლონელ ექიმებს სააკაშვილის კვლევის შედეგების გაყალბება სურდათ და აღნიშნა, რომ პოლონეთის ხელისუფლებას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს.
2021 წლის 1 ოქტომბრიდან, დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ კი – კლინიკა „ვივამედში". სააკაშვილს მკურნალობენ კახექსიაზე, რომელიც არასაკმარისი კვებით არის გამოწვეული.
პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით მიმდინარე კვირაში იმყოფებოდა. მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სააკაშვილის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.