https://sputnik-georgia.com/20230715/-------------279579745.html
ბრეგაძე: პაციენტის ნიმუშის აღების შემდეგ ის უნდა დაილუქოს, და არ უნდა განთავსდეს წინდაში
ბრეგაძე: პაციენტის ნიმუშის აღების შემდეგ ის უნდა დაილუქოს, და არ უნდა განთავსდეს წინდაში
Sputnik საქართველო
რისთვის იყო საჭირო ნიმუშების მალულად გატანა, ეს ემსახურებოდა სამეცნიერო თუ ოკულტურ მიზნებს, ვერ გეტყვით, განაცხადა ექიმმა 15.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-15T11:00+0400
2023-07-15T11:00+0400
2023-07-15T16:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273133444_0:135:1920:1215_1920x0_80_0_0_a243e54b1e6837f31ab0bcffcc753bb3.jpg
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ყველა ნიმუში უნდა იყოს დალუქული, ასეთია არის პროტოკოლი, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პოლონელი ექიმების ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე კომენტირებისას.სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 12 ივლისს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისას, ერთ-ერთი პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლით ფარულად გატანას შეეცადა. იუსტიციის სამინისტრო პოლონეთის საელჩოსგან განმარტებას ელოდება.კლინიკა „ვივამედის“ გენდირექტორმა ნონო ნადირაძემ განაცხადა, რომ ექიმებმა ოფიციალური ნიმუშები წაიღეს.„პროტოკოლის დაცვით აღებული იყო მასალა (აიღეს თავად პოლონელებმა „ვივამედის“ ექიმების თანდასწრებით), დაილუქა, 1 კონტეინერი წაიღეს პოლონელმა ექიმებმა, მეორე დარჩა კლინიკაში, რომელსაც ჩვენ გავაგზავნით კვლევაზე. წინდებით და ფეხსაცმელებით გამოტანილი მასალა აიღეს მოწმეების გარეშე. რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით“, - დაწერა ნადირაძემ სოციალურ ქსელში.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ კი – კლინიკა „ვივამედში".პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით მიმდინარე კვირაში იმყოფებოდა. მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონეთიდან ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.პენიტენციური სამსახური: პოლონელი ექიმი სააკაშვილის ანალიზის გატანას ფეხსაცმლით შეეცადა>>>სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273133444_28:0:1735:1280_1920x0_80_0_0_e36308fc216be4ed84209f9f238769d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ბრეგაძე: პაციენტის ნიმუშის აღების შემდეგ ის უნდა დაილუქოს, და არ უნდა განთავსდეს წინდაში
11:00 15.07.2023 (განახლებულია: 16:47 15.07.2023) რისთვის იყო საჭირო ნიმუშების მალულად გატანა, ეს ემსახურებოდა სამეცნიერო თუ ოკულტურ მიზნებს, ვერ გეტყვით, განაცხადა ექიმმა
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ყველა ნიმუში უნდა იყოს დალუქული, ასეთია არის პროტოკოლი, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პოლონელი ექიმების ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე კომენტირებისას.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 12 ივლისს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისას, ერთ-ერთი პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლით ფარულად გატანას შეეცადა. იუსტიციის სამინისტრო პოლონეთის საელჩოსგან განმარტებას ელოდება.
„ნიმუშის აღების შემდეგ ის ოფიციალურად უნდა დაილუქოს - არსებობს შესაბამისი წესები და ის არ უნდა განთავსდეს წინდაში. ასეთი რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკური ქმედების მიზანი რა იყო, პირადად ჩემთვის სრულიად გაუგებარია“, - განაცხადა მინისტრმა.
კლინიკა „ვივამედის“ გენდირექტორმა ნონო ნადირაძემ განაცხადა, რომ ექიმებმა ოფიციალური ნიმუშები წაიღეს.
„პროტოკოლის დაცვით აღებული იყო მასალა (აიღეს თავად პოლონელებმა „ვივამედის“ ექიმების თანდასწრებით), დაილუქა, 1 კონტეინერი წაიღეს პოლონელმა ექიმებმა, მეორე დარჩა კლინიკაში, რომელსაც ჩვენ გავაგზავნით კვლევაზე. წინდებით და ფეხსაცმელებით გამოტანილი მასალა აიღეს მოწმეების გარეშე. რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით“, - დაწერა ნადირაძემ სოციალურ ქსელში.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ კი – კლინიკა „ვივამედში".
პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში" მსჯავრდებული სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით მიმდინარე კვირაში იმყოფებოდა. მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პოლონეთიდან ექიმები სრულად დაეთანხმნენ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების მიზანშეწონილობას.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.