საპენსიო აქტივების სტატისტიკა - ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerასლარიანები
ასლარიანები - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2023
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1,4 მლნ ადამიანია ჩართული.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოში მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება, 14 ივლისის მდგომარეობით, 3,66 მილიარდი ლარია, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 631 მილიონ ლარს შეადგენს.
საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის ივნისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის ამოქმედებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის ივნისის ჩათვლით 49,1%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 10,1% შეადგინა.
ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.420 ათასი ადამიანია.
დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 4.118 პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 11.684.674,97 ლარს შეადგენს.
საპენსიო სააგენტო: ინვესტიციებისგან მიღებულმა მოგებამ 600 მილიონ ლარს გადააჭარბა>>
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
რამდენი მიიღეს პენსიონერებმა დაგროვებითი პენსიის ფარგლებში>>
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0