https://sputnik-georgia.com/20230619/dagrovebiti-pensia-ramdeni-miires-pensionerebma-278689444.html
რამდენი მიიღეს პენსიონერებმა დაგროვებითი პენსიის ფარგლებში
რამდენი მიიღეს პენსიონერებმა დაგროვებითი პენსიის ფარგლებში
Sputnik საქართველო
კანონის შესაბამისად, საპენსიო აქტივების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში ხორციელდებოდა, განაცხადა სააგენტოს დირექტორის მოადგილემ. 19.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-19T12:03+0400
2023-06-19T12:03+0400
2023-06-19T16:55+0400
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/81/234438116_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_afbdffa93cfc3060b24292b38512ba02.jpg
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. დაგროვებითი პენსიის სისტემის ფარგლებში პენსიონერებისთვის 2019-2022 წლებში გაცემული თანხის ოდენობამ 9,7 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, განაცხადა პარლამენტში საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჭიჭინაძემ. ჭიჭინაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს სააგენტოს მიერ 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიში მოიცავდა როგორც სტატისტიკურ მონაცემებს, ისე დეტალურ ინფორმაციას საინვესტიციო სამსახურის მუშაობისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ. მისი თქმით, 2022 წელს დასაქმებულების რაოდენობამ, რომლებიც საპენსიო სქემას შეუერთდნენ, 1,4 მილიონი ადამიანი შეადგინა. ამავე პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობა იყო 94.994, ხოლო შენატანების საერთო ოდენობამ ამავე პერიოდში თითქმის 2,6 მლრდ ლარი შეადგინა. ჭიჭინაძემ დამსწრეებს საინფორმაციო უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის სტატუსი გააცნო და განმარტა, რომ საპენსიო სააგენტო მზად არის ISO 27001 შესაბამისობის სერტიფიცირებისთვის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული სამუშაოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას. მან აღნიშნა, რომ 2022 წლის განმავლობაში საინვესტიციო სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წარმოადგენდა პორტფელის ისეთი განაწილების შენარჩუნება, რომელიც ინფლაციისგან პორტფელის მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფდა. „2022 წლის პირველ ნახევარში სააგენტომ საინვესტიციო პორტფელში შეინარჩუნა ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სარგებლიანი ანგარიშების მნიშვნელოვანი წილი, რომელთა სარგებელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული და წარმოადგენს ინფლაციისგან ირიბ დაზღვევის გზას", – განაცხადა ჭიჭინაძემ. მისი თქმით, საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავდა ინვესტიციების მართვის კომიტეტის კონცეფცია, საპენსიო აქტივების ინვესტირება კი, კანონის შესაბამისად, მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში ხორციელდებოდა. საპენსიო აქტივების სტატისტიკა - ბოლო მონაცემები>>„ამ პერიოდში საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო საინვესტიციო პორტფელის შედეგების ყოველთვიური ანგარიშის გამოქვეყნება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. მარტში საინვესტიციო სამსახურმა ბაზარზე უცხოური ვალუტის შესყიდვა დაიწყო, ხოლო აპრილში წარმატებით განხორციელდა პირველი ინვესტიციები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში", – განაცხადა ჭიჭინაძემ. საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ინვესტიციებისთვის საინვესტიციო სამსახურმა მოლაპარაკებები წარმატებით წარმართა და თანამშრომლობა დაიწყო მსოფლიოში უმსხვილეს საინვესტიციო ბანკებთან - JP Morgan Chase და Citibank. საშუალო ხელფასი საქართველოში: ბოლო მონაცემები>>მან ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს საპენსიო სააგენტო გახდა ბლუმბერგში ე.წ. Bmatch პლატფორმის მონაწილე. მცირე მოცულობით შეიძინა სუვერენული ევროობლიგაციები, ხოლო უცხოური ვალუტის დარჩენილი პოზიციები დროებით განთავსდა აშშ-ის მოკლევადიან სახაზინო ვალდებულებებში. ნოემბრის თვეში განხორციელდა პირველი ინვესტიცია ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციაში. ინვესტიციამ პორტფელის 0,1%, სულ 3,5 მილიონი ლარი შეადგინა ანგარიშის ბოლოს ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელობა, კანონის შესაბამისად, მუდმივად ხვდება საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს და ისმენს მათ მოსაზრებებს, აწვდის ინფორმაციას მიმდინარე შედეგებისა და გეგმების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/81/234438116_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_56d2d72b64e6738c639d021796dcaeee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
რამდენი მიიღეს პენსიონერებმა დაგროვებითი პენსიის ფარგლებში
12:03 19.06.2023 (განახლებულია: 16:55 19.06.2023) კანონის შესაბამისად, საპენსიო აქტივების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში ხორციელდებოდა, განაცხადა სააგენტოს დირექტორის მოადგილემ.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. დაგროვებითი პენსიის სისტემის ფარგლებში პენსიონერებისთვის 2019-2022 წლებში გაცემული თანხის ოდენობამ 9,7 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, განაცხადა პარლამენტში საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს სააგენტოს მიერ 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიში მოიცავდა როგორც სტატისტიკურ მონაცემებს, ისე დეტალურ ინფორმაციას საინვესტიციო სამსახურის მუშაობისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ.
„2022 წელს დაგროვებითი პენსია დაენიშნა 1.858 პირს, ხოლო ჯამში 2019-2022 წლებში პენსიის სახით გაიცა 9.722.021,67 ლარი", – განაცხადა ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, 2022 წელს დასაქმებულების რაოდენობამ, რომლებიც საპენსიო სქემას შეუერთდნენ, 1,4 მილიონი ადამიანი შეადგინა. ამავე პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობა იყო 94.994, ხოლო შენატანების საერთო ოდენობამ ამავე პერიოდში თითქმის 2,6 მლრდ ლარი შეადგინა.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. ჭიჭინაძემ დამსწრეებს საინფორმაციო უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის სტატუსი გააცნო და განმარტა, რომ საპენსიო სააგენტო მზად არის ISO 27001 შესაბამისობის სერტიფიცირებისთვის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული სამუშაოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.
„2022 წლის იანვრიდან საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო საინვესტიციო პორტფელის შედეგების ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ფონდში მიმდინარე საინვესტიციო პროცესები", – განაცხადა ჭიჭინაძემ.
მან აღნიშნა, რომ 2022 წლის განმავლობაში საინვესტიციო სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წარმოადგენდა პორტფელის ისეთი განაწილების შენარჩუნება, რომელიც ინფლაციისგან პორტფელის მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფდა.
„2022 წლის პირველ ნახევარში სააგენტომ საინვესტიციო პორტფელში შეინარჩუნა ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სარგებლიანი ანგარიშების მნიშვნელოვანი წილი, რომელთა სარგებელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული და წარმოადგენს ინფლაციისგან ირიბ დაზღვევის გზას", – განაცხადა ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავდა ინვესტიციების მართვის კომიტეტის კონცეფცია, საპენსიო აქტივების ინვესტირება კი, კანონის შესაბამისად, მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში ხორციელდებოდა.
„ამ პერიოდში საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო საინვესტიციო პორტფელის შედეგების ყოველთვიური ანგარიშის გამოქვეყნება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. მარტში საინვესტიციო სამსახურმა ბაზარზე უცხოური ვალუტის შესყიდვა დაიწყო, ხოლო აპრილში წარმატებით განხორციელდა პირველი ინვესტიციები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში", – განაცხადა ჭიჭინაძემ.
საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ინვესტიციებისთვის საინვესტიციო სამსახურმა მოლაპარაკებები წარმატებით წარმართა და თანამშრომლობა დაიწყო მსოფლიოში უმსხვილეს საინვესტიციო ბანკებთან - JP Morgan Chase და Citibank.
მან ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს საპენსიო სააგენტო გახდა ბლუმბერგში ე.წ. Bmatch პლატფორმის მონაწილე. მცირე მოცულობით შეიძინა სუვერენული ევროობლიგაციები, ხოლო უცხოური ვალუტის დარჩენილი პოზიციები დროებით განთავსდა აშშ-ის მოკლევადიან სახაზინო ვალდებულებებში.
ნოემბრის თვეში განხორციელდა პირველი ინვესტიცია ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციაში. ინვესტიციამ პორტფელის 0,1%, სულ 3,5 მილიონი ლარი შეადგინა
ანგარიშის ბოლოს ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელობა, კანონის შესაბამისად, მუდმივად ხვდება საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს და ისმენს მათ მოსაზრებებს, აწვდის ინფორმაციას მიმდინარე შედეგებისა და გეგმების შესახებ.