https://sputnik-georgia.com/20230609/-------278431765.html
საპენსიო აქტივების სტატისტიკა - ბოლო მონაცემები
საპენსიო აქტივების სტატისტიკა - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1,4 მლნ ადამიანია ჩართული. 09.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-09T22:00+0400
2023-06-09T22:00+0400
2023-06-09T22:29+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/11/275879961_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_bcb4954a7c7a557d99097ee6b09a654b.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოში მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულებამ, 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით, 3,47 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.უწყების ცნობით, ამ დროისათვის საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებულმა წმინდა ამონაგებმა 556 მლნ ლარი შეადგინა.სააგენტოს ცნობით, ფონდის წმინდა მოგება მისი ამოქმედების დღიდან (01.01.2019) 2023 წლის მაისამდე პერიოდში შეადგენს 46,1%-ს, ხოლო რეალური მოგება (ინფლაციის გათვალისწინებით) აღნიშნული პერიოდისთვის 7,2%-ია.ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1,4 მლნ ადამიანია ჩართული. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის დაახლოებით 3,8 ათასმა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 10,7 მლნ ლარს შეადგენს.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.თბილისის მერიამ გააფართოვა პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“>>>შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/11/275879961_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_f638b6ddcabb69754fd4665b572c1aa2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საპენსიო აქტივების სტატისტიკა - ბოლო მონაცემები
22:00 09.06.2023 (განახლებულია: 22:29 09.06.2023) ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1,4 მლნ ადამიანია ჩართული.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოში მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულებამ, 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით, 3,47 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებულმა წმინდა ამონაგებმა 556 მლნ ლარი შეადგინა.
სააგენტოს
ცნობით, ფონდის წმინდა მოგება მისი ამოქმედების დღიდან (01.01.2019) 2023 წლის მაისამდე პერიოდში შეადგენს 46,1%-ს, ხოლო რეალური მოგება (ინფლაციის გათვალისწინებით) აღნიშნული პერიოდისთვის 7,2%-ია.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1,4 მლნ ადამიანია ჩართული. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის დაახლოებით 3,8 ათასმა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 10,7 მლნ ლარს შეადგენს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.