https://sputnik-georgia.com/20230531/-------278170914.html
თბილისის მერიამ გააფართოვა პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“
თბილისის მერიამ გააფართოვა პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“
Sputnik საქართველო
2022 წელს დედაქალაქის მერიამ დაიწყო პროგრამა, რომლის ფარგლებში პენსიონერებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ აუზით ან ფიტნეს-დარბაზით. 31.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-31T17:35+0400
2023-05-31T17:35+0400
2023-05-31T19:54+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0b/269348882_0:321:3071:2048_1920x0_80_0_0_0b8e5f023899289abdc2626350621cf5.jpg
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. მუნიციპალური პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ გაფართოვდა, მასში ორი ახალი კერძო სპორტული ობიექტი ჩაერთო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრომის სხდომაზე.თბილისის მერიამ 2022 წელს დაიწყო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხანდაზმულებს შეუძლიათ თვეში ცხრაჯერ უფასოდ ისარგებლონ აუზით ან ფიტნეს-დარბაზით.პროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში პენსიონერებისთვის ხელმისაწვდომი იყო ორი მუნიციპალური სპორტული კომპლექსი – „ნაძალადევის სპორტული კომპლექსის ცენტრი“ და „გლდანის სპორტული კომპლექსი“. ახლა მათ „არენა" და „ოლიმპიკი" შეუერთდნენ.მერის თქმით, პროგრამაში დარეგისტრირების მსურველები შერჩეულ სპორტულ ცენტრში უნდა მივიდნენ, წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი და სამედიცინო დოკუმენტაცია და ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ.ოთხივე სპორტულ ცენტრში რეგისტრაცია 1 ივნისიდან დაიწყება.საქართველოში ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკიდან გადიან, მამაკაცები – 65 წლიდან. 1 მარტის მონაცემებით, თბილისში 233,6 ათასი პენსიონერია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0b/269348882_132:0:2863:2048_1920x0_80_0_0_5edab35285b82192d574f1368eea449e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერიამ გააფართოვა პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“
17:35 31.05.2023 (განახლებულია: 19:54 31.05.2023) 2022 წელს დედაქალაქის მერიამ დაიწყო პროგრამა, რომლის ფარგლებში პენსიონერებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ აუზით ან ფიტნეს-დარბაზით.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. მუნიციპალური პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ გაფართოვდა, მასში ორი ახალი კერძო სპორტული ობიექტი ჩაერთო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრომის სხდომაზე.
თბილისის მერიამ 2022 წელს დაიწყო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხანდაზმულებს შეუძლიათ თვეში ცხრაჯერ უფასოდ ისარგებლონ აუზით ან ფიტნეს-დარბაზით.
პროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში პენსიონერებისთვის ხელმისაწვდომი იყო ორი მუნიციპალური სპორტული კომპლექსი – „ნაძალადევის სპორტული კომპლექსის ცენტრი“ და „გლდანის სპორტული კომპლექსი“. ახლა მათ „არენა" და „ოლიმპიკი" შეუერთდნენ.
„პროგრამა გრძელდება და მასში ჩართვის მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მისი გაფართოება. შედეგად, პროგრამას დაემატა ორი კერძო სპორტული ობიექტი, რომლით სარგებლობაც ისევე სრულად დაუფინანსდებათ პროგრამაში ჩართულ პირებს, როგორც მუნიციპალურ ცენტრებში უფინანსდებოდათ“, – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, პროგრამაში დარეგისტრირების მსურველები შერჩეულ სპორტულ ცენტრში უნდა მივიდნენ, წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი და სამედიცინო დოკუმენტაცია და ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ.
ოთხივე სპორტულ ცენტრში რეგისტრაცია 1 ივნისიდან დაიწყება.
საქართველოში ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკიდან გადიან, მამაკაცები – 65 წლიდან. 1 მარტის მონაცემებით, თბილისში 233,6 ათასი პენსიონერია.