https://sputnik-georgia.com/20230617/sasualo-xelfasi-saqartvelosi-saqstatis-monacemebi-278664257.html
საშუალო ხელფასი საქართველოში: ბოლო მონაცემები
საშუალო ხელფასი საქართველოში: ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი თბილისში ფიქსირდება, სადაც მან 2023 წლის პირველ კვარტალში 2026 ლარი შეადგინა 17.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-17T10:40+0400
2023-06-17T10:40+0400
2023-06-17T10:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/89/234438904_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_15f048a0cb2f4f8254bf3d8289192c4d.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. 2023 წლის პირველ კვარტალში დაქირავებული თანამშრომლების საშუალო ნომინალურმა თვიურმა ხელფასმა 1716,6 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,7%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.ბიზნეს სექტორში 2023 წლის იანვარ-მარტში საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 1759,1 ლარი შეადგინა, რაც 18,9%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში არაკომერციულ და საფინანსო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,1%-ით გაიზარდა და 1643,2 ლარს გაუტოლდა.ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება >>„საქსტატის“ ინფორმაციით, ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი თბილისში ფიქსირდება, სადაც მან 2023 წლის პირველ კვარტალში 2026 ლარი შეადგინა, ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (912,7 ლარი).ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი 2023 წლის პირველ კვარტალში საქმიანობის ტიპის მიხედვით:ამასთან, ქალებისა და მამაკაცების ხელფასები კვლავ განსხვავდება. 2023 წლის პირველ კვარტალში მამაკაცების საშუალო ნომინალური ხელფასი 2053,4 ლარი იყო, ხოლო ქალების - 1375,7 ლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/89/234438904_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_d20534f37821229146c521e266ad8ded.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქსტატი
საშუალო ხელფასი საქართველოში: ბოლო მონაცემები
ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი თბილისში ფიქსირდება, სადაც მან 2023 წლის პირველ კვარტალში 2026 ლარი შეადგინა
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. 2023 წლის პირველ კვარტალში დაქირავებული თანამშრომლების საშუალო ნომინალურმა თვიურმა ხელფასმა 1716,6 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,7%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ბიზნეს სექტორში 2023 წლის იანვარ-მარტში საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 1759,1 ლარი შეადგინა, რაც 18,9%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში არაკომერციულ და საფინანსო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,1%-ით გაიზარდა და 1643,2 ლარს გაუტოლდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი თბილისში ფიქსირდება, სადაც მან 2023 წლის პირველ კვარტალში 2026 ლარი შეადგინა, ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (912,7 ლარი).
ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი 2023 წლის პირველ კვარტალში საქმიანობის ტიპის მიხედვით:
1.
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 3761,1 ლარი (+23,8%).
2.
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 631,3 ლარი (წლიური ზრდა 55,2%).
3.
სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა – 2386,8 ლარი (+21,6%).
4.
მშენებლობა – 2145,5 ლარი (+14,7%).
ამასთან, ქალებისა და მამაკაცების ხელფასები კვლავ განსხვავდება. 2023 წლის პირველ კვარტალში მამაკაცების საშუალო ნომინალური ხელფასი 2053,4 ლარი იყო, ხოლო ქალების - 1375,7 ლარი.