https://sputnik-georgia.com/20230712/sapensio-saagento-investiciebisgan-mogebam-600-mln-lars-gadaawarba-279492852.html
საპენსიო სააგენტო: ინვესტიციებისგან მიღებულმა მოგებამ 600 მილიონ ლარს გადააჭარბა
საპენსიო სააგენტო: ინვესტიციებისგან მიღებულმა მოგებამ 600 მილიონ ლარს გადააჭარბა
Sputnik საქართველო
დაგროვებითი საპენსიო სისტემა ქვეყანაში 2019 წლიდან ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულოა. 12.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-12T16:01+0400
2023-07-12T16:01+0400
2023-07-12T21:47+0400
საქართველოს ეკონომიკა
საპენსიო სააგენტო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/75/234067511_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_a8fc05dbffe12e480463797be2f5e036.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოში საპენსიო დანაზოგის ინვესტირებიდან მიღებული სარგებელი უკვე 600 მილიონ ლარს აჭარბებს, განაცხადა საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ. თბილისში საპენსიო სააგენტოსა და საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. თავის გამოსვლაში მელიქიძემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება იმ სიახლეებზე, რომლებიც მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან ამოქმედდება. საუბარია სამ განსხვავებულ საინვესტიციო პორტფელზე. დამზოგველები შეძლებენ მათი დაგროვილი თანხა რისკიანობის სხვადასხვა პორტფელში განათავსონ. „მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილემ იცოდეს ის შესაძლებლობა, რაც 6 აგვისტოდან ეძლევა. მათ მიერ შერჩეული საინვესტიციო პორტფელის მიხედვით მოხდება დანაზოგების განთავსება და ინვესტირება, რაც მეტი სარგებლის მიღების საშუალებას მისცემს ყველა დასაქმებულს, რომელიც ჩართულია სქემაში", – განაცხადა გოგა მელიქიძემ. რამდენი მიიღეს პენსიონერებმა დაგროვებითი პენსიის ფარგლებში>>დაგროვებითი საპენსიო სისტემა ქვეყანაში 2019 წლიდან ამოქმედდა და ის სავალდებულოა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/75/234067511_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_c6d56ba556ce1c411be84c938cd03a27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საპენსიო სააგენტო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, საპენსიო სააგენტო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საპენსიო სააგენტო: ინვესტიციებისგან მიღებულმა მოგებამ 600 მილიონ ლარს გადააჭარბა
16:01 12.07.2023 (განახლებულია: 21:47 12.07.2023) დაგროვებითი საპენსიო სისტემა ქვეყანაში 2019 წლიდან ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულოა.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოში საპენსიო დანაზოგის ინვესტირებიდან მიღებული სარგებელი უკვე 600 მილიონ ლარს აჭარბებს, განაცხადა საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ.
თბილისში საპენსიო სააგენტოსა და საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.
„დღეისათვის საპენსიო სააგენტო რეგიონში საუკეთესო შედეგებს აჩვენებს, ინვესტირებიდან მიღებული სარგებელი უკვე 600 მილიონს აჭარბებს", – განაცხადა მელიქიძემ.
თავის გამოსვლაში მელიქიძემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება იმ სიახლეებზე, რომლებიც მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან ამოქმედდება. საუბარია სამ განსხვავებულ საინვესტიციო პორტფელზე. დამზოგველები შეძლებენ მათი დაგროვილი თანხა რისკიანობის სხვადასხვა პორტფელში განათავსონ.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილემ იცოდეს ის შესაძლებლობა, რაც 6 აგვისტოდან ეძლევა. მათ მიერ შერჩეული საინვესტიციო პორტფელის მიხედვით მოხდება დანაზოგების განთავსება და ინვესტირება, რაც მეტი სარგებლის მიღების საშუალებას მისცემს ყველა დასაქმებულს, რომელიც ჩართულია სქემაში", – განაცხადა გოგა მელიქიძემ.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა ქვეყანაში 2019 წლიდან ამოქმედდა და ის სავალდებულოა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.