კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი უკრაინის კარნახით სააკაშვილს არ შეიწყალებს

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2023
გამოწერა
უმაღლეს რადაში გადაწყვიტეს – მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის შეწყალების თხოვნით.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. მაქვს იმედი, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე იმოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ვიღაცის კარნახით, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უკრაინის უმაღლესი რადის ინიციატივის კომენტარისას.
უკრაინის უმაღლესმა რადამ 14 ივლისს მიიღო მიმართვის პროექტი საქართველოს პრეზიდენტისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტებისადმი, სადაც ნათქვამია, რომ აუცილებელია სააკაშვილის შეწყალება ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ივნისის ბოლოს ზურაბიშვილმა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე შეიწყალა ნიკა გვარამია – ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი.

„იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში მაინც პრეზიდენტი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყნის ინტერესებშია. არა ვიღაცის ინტერესების კარნახით იმოქმედებს, არამედ ქვეყნის ინტერესების კარნახით“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რა მიზნით გადაწყვიტა უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვა, განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ აქ ჩანს კოორდინაცია, რომლის ერთადერთი მიზანი ქვეყანაში არეულობაა, რომელიც საბოლოოდ მეორე ფრონტის გახსნამდე მიგვიყვანს.

„თუ დააკვირდებით, ზუსტად იგივე ადამიანები არიან ყველგან ჩართული ამ კოორდინაციაში, ვინც საქართველოში მეორე ფრონტს ლამობდა, მათ შორის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფონტისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.

მიმართვა ინიცირებულია დაახლოებით 90 დეპუტატის მიერ, რომელთა შორისაა უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ („სლუგა ნაროდა“) თავმჯდომარე დავით არახამია, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკა.
ადრე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალება ვითარებიდან გამოსავალი არ არის, რადგან ეს ქართველ ხალხს არ სურს.
უკრაინის გარდა, ასევე ევროპარლამენტის დეპუტატების 44-კაციანმა ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში გადაყვანას, სადაც მას აუცილებელ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ. ევროდეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ექს-პრეზიდენტის ამჟამინდელი მდგომარეობა „ღრმა შეშფოთებას“ იწვევს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება აშკარა ნიშანია იმისა, რომ ამჟამინდელი სამედიცინო ზომები „არ უწყობს ხელს მის სწრაფად გამოჯანმრთელებას“.
არასერიოზული და სამარცხვინოა – კობახიძემ ევროპარლამენტარების განცხადებას უპასუხა>>
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ კი – კლინიკა „ვივამედში".
ამ დღეებში სააკაშვილი პოლონელი ექიმების ჯგუფმა გასინჯა. მათ მასმედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ. „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ეს ექიმები სრულად ეთანხმებიან სააკაშვილის მკურნალობის ტაქტიკას.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
რატომ აიძულეს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალება - ირაკლი კობახიძის განმარტება>>
უკვე 16 ივნისს ექს-პრეზიდენტმა სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს და პარალელურად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პოლიტიკაში. ექს-პრეზიდენტის თქმით, ის ასევე ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს, თუ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება. მას მერე სოციალურ ქსელში სისტემატურად ჩნდება მისი პოლიტიკური განცხადებები.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილისინტერესებისლობირებისთვის917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამგადაუხადაუცხოელ ექსპერტებს, რომლებმაცსასამართლოსჩვენება მისცეს სააკაშვილისგათავისუფლებისსასარგებლოდ.
მსჯავრდებული სააკაშვილი
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ყველა ახალი ამბავი
0