https://sputnik-georgia.com/20230711/kobaxize-ratom-aizules-prezidents-gvaramias-sewyaleba-279466696.html
რატომ აიძულეს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალება - ირაკლი კობახიძის განმარტება
რატომ აიძულეს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალება - ირაკლი კობახიძის განმარტება
Sputnik საქართველო
ნიკა გვარამია სტრასბურგში ევროპარლამენტის იმ დეპუტატებს შეხვდება, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევიან. 11.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-11T15:43+0400
2023-07-11T15:43+0400
2023-07-11T20:38+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
ქართული ოცნება
ირაკლი კობახიძე
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ევროკომისია
ევროპარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261459323_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_0738e7b5e4d5d3c5e8cf563274f530b1.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აიძულეს, შეეწყალებინა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რათა ქვეყანაში პოლარიზაცია გაღვივდეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვაზე პასუხისას, თუ რატომ მიიწვიეს გვარამია ევროპარლამენტში.გვარამიას შეწყალების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა 22 ივნისს, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ევროკომისიის ზეპირი მოხსენებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. შუალედურ შეფასებაში ნათქვამია, რომ საერთოდ არ არის პროგრესი „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.ოპოზიციამ ვერ შეძლო ქვეყანაში პოლარიზაციის გაძლიერება და ამიტომ აიძულეს პრეზიდენტი, პროცესში ჩართულიყო, მიიჩნევს პოლიტიკოსი.ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გვარამია სტრასბურგში შეხვდება ევროპარლამენტის დეპუტატებს, მათ შორის, ანრიუს კუბილიუსს, ვიოლა ფონ კრამონს, ანა ფოტიგას, რომლებიც საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ.დეპოლარიზაცია საქართველოშიდეპოლარიზაცია ევროკავშირის 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელთა შესრულებაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად სჭირდება.ევროკომისიის მიერ 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ ეს პუნქტი ნაწილობრივ შეასრულა.კობახიძის განცხადებით, დეპოლარიზაცია ევროკავშირის ყველაზე რთულად შესასრულებელი პირობაა, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. ამ დროს რამდენიმე პარტიამ, მათ შორის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, უარი თქვა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მუშაობაზე ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მუშაობა ფიქციაა.კობახიძე პირობას დებს, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი არ გახდება, „კარტებს გახსნის">>საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, სამმა ქვეყანამ განაცხადი თითქმის ერთდროულად გააკეთა, თუმცა კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.გვარამიას საქმეოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ.2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი2“-სთვის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როდესაც მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.კობახიძე: ნიკა გვარამიას შეწყალებამ პოლარიზაცია გააძლიერა>>2022 წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. შემდეგ ადვოკატებმა საჩივარი შეიტანეს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც გვარამიას საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საჩივარი დაუშვებლად ცნო.მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261459323_109:0:1280:878_1920x0_80_0_0_d197f7928a300ab971e866b8a108b042.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ევროკომისია, ევროპარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ევროკომისია, ევროპარლამენტი
რატომ აიძულეს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალება - ირაკლი კობახიძის განმარტება
15:43 11.07.2023 (განახლებულია: 20:38 11.07.2023) ნიკა გვარამია სტრასბურგში ევროპარლამენტის იმ დეპუტატებს შეხვდება, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევიან.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აიძულეს, შეეწყალებინა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რათა ქვეყანაში პოლარიზაცია გაღვივდეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვაზე პასუხისას, თუ რატომ მიიწვიეს გვარამია ევროპარლამენტში.
გვარამიას შეწყალების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა 22 ივნისს, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ევროკომისიის ზეპირი მოხსენებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. შუალედურ შეფასებაში ნათქვამია, რომ საერთოდ არ არის პროგრესი „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
„აქედან ჩანს, ვისი კარნახით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია და რა იყო ამ შეწყალების მიზანი. მიზანი იყო პოლარიზაცია და გვარამიას განცხადებაც ამის დასტურია“, – განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციამ ვერ შეძლო ქვეყანაში პოლარიზაციის გაძლიერება და ამიტომ აიძულეს პრეზიდენტი, პროცესში ჩართულიყო, მიიჩნევს პოლიტიკოსი.
„შეწყალების მთავარი მიზანი პოლარიზაციის გაღვივება იყო, ამას ვერ ახერხებენ არსებული პოლიტიკური შემადგენლობით და სწორედ იმისთვის, რომ უფრო გაეღვივებინათ პოლარიზაცია, სალომე ზურაბიშვილს გვარამია შეაწყალებინეს. ეს არის ძალიან ცუდი. მათ სურთ პოლარიზაცია, ჩვენი მიზანი კი არის ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება“, – განაცხადა კობახიძემ.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გვარამია სტრასბურგში შეხვდება ევროპარლამენტის დეპუტატებს, მათ შორის, ანრიუს კუბილიუსს, ვიოლა ფონ კრამონს, ანა ფოტიგას, რომლებიც საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ.
დეპოლარიზაცია საქართველოში
დეპოლარიზაცია ევროკავშირის 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელთა შესრულებაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად სჭირდება.
ევროკომისიის მიერ 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ ეს პუნქტი ნაწილობრივ შეასრულა.
კობახიძის განცხადებით, დეპოლარიზაცია ევროკავშირის ყველაზე რთულად შესასრულებელი პირობაა, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. ამ დროს რამდენიმე პარტიამ, მათ შორის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, უარი თქვა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მუშაობაზე ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მუშაობა ფიქციაა.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, სამმა ქვეყანამ განაცხადი თითქმის ერთდროულად გააკეთა, თუმცა კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ.
2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი2“-სთვის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როდესაც მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
2022 წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. შემდეგ ადვოკატებმა საჩივარი შეიტანეს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც გვარამიას საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საჩივარი დაუშვებლად ცნო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.