https://sputnik-georgia.com/20230624/------278921551.html
კობახიძე: ნიკა გვარამიას შეწყალებამ პოლარიზაცია გააძლიერა
კობახიძე: ნიკა გვარამიას შეწყალებამ პოლარიზაცია გააძლიერა
Sputnik საქართველო
ფაქტობრივად, ერთ აგენტს მეორე აგენტის შეწყალება აიძულეს, განაცხადა კობახიძემ 24.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-24T16:55+0400
2023-06-24T16:55+0400
2023-06-24T17:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252298365_0:98:1280:818_1920x0_80_0_0_612424f16b91cbebb070468251df6ef5.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საზოგადოებაში პოლარიზაცია მხოლოდ გააძლიერა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.შეწყალების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ევროკომისიის ზეპირი მოხსენებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. შუალედურ შეფასებაში ნათქვამია, რომ არ არის პროგრესი „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების“ მიმართულებით.ამასთან მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „აგენტი“ უწოდა.„ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა - ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი. ამით დასტურდება კიდევ ერთი რამ, რომ არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ პოლარიზაციის გაღვივება და ეს არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა კობახიძემ.მან ასევე აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედა.„პრეზიდენტი საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ პირდაპირ წავიდა. ეს პირდაპირ გააკეთა. მან შეასრულა დავალება. ნახეთ მისი გამომეტყველება და ხმა, როდესაც აცხადებდა ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი დისკომფორტი ჰქონდა. რატომ? იმიტომ, რომ პირდაპირ მოუწია საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა“, - განაცხადა კობახიძემ.გვარამიას საქმეოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ.2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი2“-სთვის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როდესაც მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.ნიკა გვარამია თავისუფალია>>>2022 წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. შემდეგ ადვოკატებმა საჩივარი შეიტანეს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც გვარამიას საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საჩივარი დაუშვებლად ცნო.მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.საქმის დეტალებისაქმის მასალების თანახმად, ნიკა გვარამია, როდესაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი იყო (2019 წლის ივლისამდე), მოქმედებდა ტელეკომპანიის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო. სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა.2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით გვარამია „ინტერ მედია პლუსისგან“ ითხოვდა სარეკლამო დროის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლის 90-95%-ს, ხოლო მას შემდეგ, რაც 5 აგვისტოს არხის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გამოთქვა პრეტენზია არხის დაბრუნებაზე, „ინტერ მედია პლუსისგან“ დაიწყეს მხოლოდ მინიმალური თანხის მოთხოვნა, რაც „რუსთავი 2“-ის არსებობისთვის იყო აუცილებელი.შედეგად – 2015 წელს „რუსთავი 2“-ის ანალოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი აღმოჩნდა 6.763.509 ლარით ნაკლები, ვიდრე ერთი წლით ადრე.საქმის მეორე ეპიზოდში საუბარია ძვირადღირებული ავტომობილის შეძენაზე. პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „პორშეს“ ცენტრში თავისთვის და თავისი ოჯახისთვის აირჩია 76,7 ათას ევროდ ღირებული Porsche Macan S – „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ.ეს ოპერაცია გვარამიას ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ჩატარდა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების საზიანოდ.ამ ბარტერის გარდა, გვარამია „პორშეს“ ცენტრის ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ მომავალშიც განათავსებდა სარეკლამო რგოლებს დაბალ ფასად სარეკლამო სააგენტო „პრო ექსპო მედიას“ მეშვეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252298365_73:89:1093:854_1920x0_80_0_0_3d053235a9aa65a960255f1c297914d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
კობახიძე: ნიკა გვარამიას შეწყალებამ პოლარიზაცია გააძლიერა
16:55 24.06.2023 (განახლებულია: 17:25 24.06.2023) ფაქტობრივად, ერთ აგენტს მეორე აგენტის შეწყალება აიძულეს, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საზოგადოებაში პოლარიზაცია მხოლოდ გააძლიერა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
შეწყალების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ევროკომისიის ზეპირი მოხსენებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. შუალედურ შეფასებაში ნათქვამია, რომ არ არის პროგრესი „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების“ მიმართულებით.
„გვარამიას გათავისუფლება კავშირში ვერ იქნება კანდიდატის სტატუსთან. გვარამიას გათავისუფლება პირიქით არის პირველი პუნქტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რაც გულისხმობს დეპოლარიზაციას. გვარამია, რომელიც იყო პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ქართულ პოლიტიკაში, პრეზიდენტმა გაათავისუფლა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის პირდაპირ დაუპირისპირდა დეპოლარიზაციის ინტერესს“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „აგენტი“ უწოდა.
„ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა - ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი. ამით დასტურდება კიდევ ერთი რამ, რომ არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ პოლარიზაციის გაღვივება და ეს არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედა.
„პრეზიდენტი საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ პირდაპირ წავიდა. ეს პირდაპირ გააკეთა. მან შეასრულა დავალება. ნახეთ მისი გამომეტყველება და ხმა, როდესაც აცხადებდა ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი დისკომფორტი ჰქონდა. რატომ? იმიტომ, რომ პირდაპირ მოუწია საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა“, - განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ.
2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი2“-სთვის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როდესაც მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
2022 წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. შემდეგ ადვოკატებმა საჩივარი შეიტანეს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც გვარამიას საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საჩივარი დაუშვებლად ცნო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
საქმის მასალების თანახმად, ნიკა გვარამია, როდესაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი იყო (2019 წლის ივლისამდე), მოქმედებდა ტელეკომპანიის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო. სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა.
2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით გვარამია „ინტერ მედია პლუსისგან“ ითხოვდა სარეკლამო დროის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლის 90-95%-ს, ხოლო მას შემდეგ, რაც 5 აგვისტოს არხის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გამოთქვა პრეტენზია არხის დაბრუნებაზე, „ინტერ მედია პლუსისგან“ დაიწყეს მხოლოდ მინიმალური თანხის მოთხოვნა, რაც „რუსთავი 2“-ის არსებობისთვის იყო აუცილებელი.
შედეგად – 2015 წელს „რუსთავი 2“-ის ანალოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი აღმოჩნდა 6.763.509 ლარით ნაკლები, ვიდრე ერთი წლით ადრე.
საქმის მეორე ეპიზოდში საუბარია ძვირადღირებული ავტომობილის შეძენაზე. პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „პორშეს“ ცენტრში თავისთვის და თავისი ოჯახისთვის აირჩია 76,7 ათას ევროდ ღირებული Porsche Macan S – „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ.
ეს ოპერაცია გვარამიას ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ჩატარდა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების საზიანოდ.
ამ ბარტერის გარდა, გვარამია „პორშეს“ ცენტრის ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ მომავალშიც განათავსებდა სარეკლამო რგოლებს დაბალ ფასად სარეკლამო სააგენტო „პრო ექსპო მედიას“ მეშვეობით.