https://sputnik-georgia.com/20230714/-------279572669.html
ირაკლი ქარსელაძემ სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას უმასპინძლა
ირაკლი ქარსელაძემ სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას უმასპინძლა
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის და საერთაშორისო მაგისტრალური საავტომობილო გზების განვითარების მნიშვნელობა. 14.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-14T22:00+0400
2023-07-14T22:00+0400
2023-07-15T20:09+0400
საქართველო
სომხეთი
კავკასია
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0e/279572011_0:96:2048:1248_1920x0_80_0_0_2e0c9e8acf9f248de9e9080776de1933.jpg
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოსა და სომხეთს შორის მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სხვადასხვა სფეროში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების აუცილებლობაზე ისაუბრა მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სომეხ დეპუტატებთან გამართულ შეხვედრაზე, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ქარსელაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის ეროვნული ასამბლეის ტერიტორიული ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებს შეხვდა. სომხეთის დელეგაციას სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე ვაჰე ღალუმიანი ხელმძღვანელობს.მინისტრმა სტუმრებს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე საგზაო, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო თუ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და ურბანული განახლების პროექტების განვითარების პროგრესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საქართველო და სომხეთი სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგს იწყებენ>>>მხარეებმა საქართველოში წარმატებით მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესზე, რეგიონების ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობისთვის განხორციელებული ღონისძიებების შედეგებზე, მთიანი დასახლებების მხარდაჭერისათვის გატარებულ რეფორმებსა და სამინისტროს საქმიანობის სხვა მიმართულებებზე ისაუბრეს.შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის და საერთაშორისო მაგისტრალური საავტომობილო გზების განვითარების მნიშვნელობა.სომხეთის დელეგაციის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და პროექტების მნიშვნელობასა და პროგრესს. ასევე ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების იმედი გამოთქვეს და ამ თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითად „სადახლოს" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან ერთობლივად აშენებული ახალი საავტომობილო ხიდი დაასახელეს.„ბაგრატაშენი–სადახლოს“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის მშენებლობის პროექტის რეალიზაცია 2021 წლის მაისში დაიწყო, ახალი ხიდის მშენებლობა მდინარე დებედზე კი – ივლისში.საქართველო და სომხეთი რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს>>>ხიდი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ორ ქვეყანას მისი აშენება 9,1 მლნ ევრო დაუჯდა. აქედან 7,2 მლნ ევრაზიის განვითარების ბანკის კრედიტია, ხოლო 1,8 მლნ ევრო – ორი ქვეყნის საბიუჯეტო სახსრები.„მეგობრობის ხიდი“ ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აშენებული 160-მეტრიანი თანამედროვე სტანდარტების ხიდია და ის უნიკალური პროექტია რეგიონში. მისი ექსპლუატაციაში შესვლა საზღვარზე გამტარუნარიანობას ორჯერ გაზრდის.საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.ამ წლების მანძილზე საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის ათობით დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0e/279572011_0:0:1822:1366_1920x0_80_0_0_3fa116cd7bfa0b416b8c0f7f14c3b14e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, კავკასია, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, კავკასია, ეკონომიკა, ახალი ამბები
ირაკლი ქარსელაძემ სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას უმასპინძლა
22:00 14.07.2023 (განახლებულია: 20:09 15.07.2023) შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის და საერთაშორისო მაგისტრალური საავტომობილო გზების განვითარების მნიშვნელობა.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოსა და სომხეთს შორის მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სხვადასხვა სფეროში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების აუცილებლობაზე ისაუბრა მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სომეხ დეპუტატებთან გამართულ შეხვედრაზე, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქარსელაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის ეროვნული ასამბლეის ტერიტორიული ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებს შეხვდა. სომხეთის დელეგაციას სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე ვაჰე ღალუმიანი ხელმძღვანელობს.
მინისტრმა სტუმრებს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე საგზაო, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო თუ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და ურბანული განახლების პროექტების განვითარების პროგრესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მხარეებმა საქართველოში წარმატებით მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესზე, რეგიონების ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობისთვის განხორციელებული ღონისძიებების შედეგებზე, მთიანი დასახლებების მხარდაჭერისათვის გატარებულ რეფორმებსა და სამინისტროს საქმიანობის სხვა მიმართულებებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის და საერთაშორისო მაგისტრალური საავტომობილო გზების განვითარების მნიშვნელობა.
სომხეთის დელეგაციის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და პროექტების მნიშვნელობასა და პროგრესს. ასევე ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების იმედი გამოთქვეს და ამ თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითად „სადახლოს" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან ერთობლივად აშენებული ახალი საავტომობილო ხიდი დაასახელეს.
„ბაგრატაშენი–სადახლოს“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის მშენებლობის პროექტის რეალიზაცია 2021 წლის მაისში დაიწყო, ახალი ხიდის მშენებლობა მდინარე დებედზე კი – ივლისში.
ხიდი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ორ ქვეყანას მისი აშენება 9,1 მლნ ევრო დაუჯდა. აქედან 7,2 მლნ ევრაზიის განვითარების ბანკის კრედიტია, ხოლო 1,8 მლნ ევრო – ორი ქვეყნის საბიუჯეტო სახსრები.
„მეგობრობის ხიდი“ ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აშენებული 160-მეტრიანი თანამედროვე სტანდარტების ხიდია და ის უნიკალური პროექტია რეგიონში. მისი ექსპლუატაციაში შესვლა საზღვარზე გამტარუნარიანობას ორჯერ გაზრდის.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.
ამ წლების მანძილზე საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის ათობით დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.