https://sputnik-georgia.com/20230707/saqartvelo-da-somxeti-strategiul-sakitxebze-marali-donis-dialogs-iwyeben-279342908.html
საქართველო და სომხეთი სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგს იწყებენ
საქართველო და სომხეთი სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგს იწყებენ
Sputnik საქართველო
„მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივის ფარგლებში საქართველო კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას, ძალისხმევა მიმართოს რეგიონის მშვიდობიან განვითარებაზე, განაცხადა... 07.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-07T21:46+0400
2023-07-07T21:46+0400
2023-07-07T22:47+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/07/279342036_0:86:1280:807_1920x0_80_0_0_65f0229872a464cb922680b9dc5e368b.jpg
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის დაწყება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის ფარგლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი სომეხი კოლეგის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის მთავარი თემა.საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერებმა განიხილეს მაღალი დონის დიალოგის დაწყება სტრატეგიულ საკითხებზე, რომელიც დამატებით სტიმულს მისცემს ქვეყნების წარმატებულ თანამშრომლობას და ამავდროულად ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს. პრემიერ-მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდეს და უკვე განიხილეს თანამშრომლობის ახალი მიმართულებებიც ეკონომიკის სფეროში.გარდა ამისა, მთავრობის მეთაურთა განსახილველ საკითხთა შორის იყო სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმართულებები, კერძოდ, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ენერგეტიკა, კულტურა და სხვ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს უსაფრთხოების პირობები და გამოწვევები რეგიონსა და მსოფლიოში.როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის ფარგლებში საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას, მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის.საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.ამ წლების მანძილზე საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის ათობით დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/07/279342036_103:0:1240:853_1920x0_80_0_0_f58dff1a7a2923a5e6115454917b7ad9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო და სომხეთი სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგს იწყებენ
21:46 07.07.2023 (განახლებულია: 22:47 07.07.2023) „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივის ფარგლებში საქართველო კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას, ძალისხმევა მიმართოს რეგიონის მშვიდობიან განვითარებაზე, განაცხადა ღარიბაშვილმა.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის დაწყება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის ფარგლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი სომეხი კოლეგის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის მთავარი თემა.
საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერებმა განიხილეს მაღალი დონის დიალოგის დაწყება სტრატეგიულ საკითხებზე, რომელიც დამატებით სტიმულს მისცემს ქვეყნების წარმატებულ თანამშრომლობას და ამავდროულად ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს. პრემიერ-მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდეს და უკვე განიხილეს თანამშრომლობის ახალი მიმართულებებიც ეკონომიკის სფეროში.
გარდა ამისა, მთავრობის მეთაურთა განსახილველ საკითხთა შორის იყო სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმართულებები, კერძოდ, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ენერგეტიკა, კულტურა და სხვ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს უსაფრთხოების პირობები და გამოწვევები რეგიონსა და მსოფლიოში.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის ფარგლებში საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას, მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.
ამ წლების მანძილზე საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის ათობით დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.