https://sputnik-georgia.com/20230708/--------279353469.html
ექსპორტი საქართველოდან ჩინეთში გაორმაგებულია - მინისტრის მოადგილე
ექსპორტი საქართველოდან ჩინეთში გაორმაგებულია - მინისტრის მოადგილე
Sputnik საქართველო
თბილისში საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. 08.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-08T14:54+0400
2023-07-08T14:54+0400
2023-07-08T14:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1a/261503988_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_78cf37c6f2f1a78fabe366e4ce6d3893.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაორმაგდა, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თვალსაჩინო დადებითი შედეგია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.თბილისში საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ჩინეთის მხარეს კი კომერციის სამინისტროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ჰან იონგი.მისი თქმით, 2020-2022 წლებში ჩინეთი წარმოადგენდა ქართული პროდუქტებისთვის მთავარ საექსპორტო ბაზარს, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თვალსაჩინო პოზიტიური შედეგია.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირველი ხუთი წლის იმპლემენტაცია. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მიღწევებზე და ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით მიღწეულ პროგრესს, რომელიც ორივე მხარემ პოზიტიურად შეაფასა.საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო >>მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე ბევრი ახალი ქართული საექსპორტო პროდუქცია გამოჩნდა, კერძოდ, ორთოპედიული და ქირურგიული ხელსაწყოები, მშრალი ხილი, სანელებლები, ყავის და ჩაის ექსტრაქტები და სხვ.„2022 წლის საექსპორტო მონაცემებით, საქართველოს უმსხვილეს საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის ჩინეთი პირველ ადგილზეა, მთლიან ექსპორტში 13%-იანი წილით,“ – აღნიშნა გენადი არველაძემ.ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 25,8%-ით გაიზარდა და 1,8 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. გასულ წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 19,7%-ით გაიზარდა და 736,7 მილიონი დოლარი შეადგინა.შეხვედრაზე გაიმართა პოზიტიური და კონსტრუქციული დისკუსია. მათ შორის, საუბარი შეეხო ქართული ღვინის და ალკოჰოლური პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის ხელშეწყობას, გეოგრაფიულ აღნიშვნების, საბაჟო და ტექნიკური რეგულირების სფეროებში თანამშრომლობას გააქტიურებას.ასევე, ყურადღება გამახვილდა საქონლით ვაჭრობის სფეროში არსებულ ბარიერებზე, ჩინეთის მიერ საქართველოს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, მათ შორის თაფლისა და ფრინველის ხორცის ბაზარზე დაშვების მოთხოვნებსა და აღიარების შესაძლებლობებზე და სხვა საკითხებზე.საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათან განვითარდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1a/261503988_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_a5fbad391cd164a9d8981da917c91fb5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ექსპორტი საქართველოდან ჩინეთში გაორმაგებულია - მინისტრის მოადგილე
თბილისში საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაორმაგდა, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თვალსაჩინო დადებითი შედეგია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.
თბილისში საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ჩინეთის მხარეს კი კომერციის სამინისტროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ჰან იონგი.
„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა. მას შემდეგ სახეზეა ჩინეთში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია. მაგალითისთვის, ექსპორტი ჩინეთში გაორმაგდა“, – განაცხადა გენადი არველაძემ კომისიის სხდომაზე.
მისი თქმით, 2020-2022 წლებში ჩინეთი წარმოადგენდა ქართული პროდუქტებისთვის მთავარ საექსპორტო ბაზარს, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თვალსაჩინო პოზიტიური შედეგია.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირველი ხუთი წლის იმპლემენტაცია. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მიღწევებზე და ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით მიღწეულ პროგრესს, რომელიც ორივე მხარემ პოზიტიურად შეაფასა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე ბევრი ახალი ქართული საექსპორტო პროდუქცია გამოჩნდა, კერძოდ, ორთოპედიული და ქირურგიული ხელსაწყოები, მშრალი ხილი, სანელებლები, ყავის და ჩაის ექსტრაქტები და სხვ.
„2022 წლის საექსპორტო მონაცემებით, საქართველოს უმსხვილეს საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის ჩინეთი პირველ ადგილზეა, მთლიან ექსპორტში 13%-იანი წილით,“ – აღნიშნა გენადი არველაძემ.
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 25,8%-ით გაიზარდა და 1,8 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. გასულ წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 19,7%-ით გაიზარდა და 736,7 მილიონი დოლარი შეადგინა.
შეხვედრაზე გაიმართა პოზიტიური და კონსტრუქციული დისკუსია. მათ შორის, საუბარი შეეხო ქართული ღვინის და ალკოჰოლური პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის ხელშეწყობას, გეოგრაფიულ აღნიშვნების, საბაჟო და ტექნიკური რეგულირების სფეროებში თანამშრომლობას გააქტიურებას.
ასევე, ყურადღება გამახვილდა საქონლით ვაჭრობის სფეროში არსებულ ბარიერებზე, ჩინეთის მიერ საქართველოს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, მათ შორის თაფლისა და ფრინველის ხორცის ბაზარზე დაშვების მოთხოვნებსა და აღიარების შესაძლებლობებზე და სხვა საკითხებზე.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათან განვითარდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული.